“2021 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის
წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით
3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 17.5 პროცენტი შეადგინა.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი,
2010-2021 წლებში.”-ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.
“2021 წელს, სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია
მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. კერძოდ, 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მაჩვენებელმა
22.7 პროცენტი შეადგინა (-3.7 პროცენტული პუნქტი), 18-64 წლის ჯგუფში – 17.3 პროცენტი (-3.9
პროცენტული პუნქტი), ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის ჯგუფში – 11.9 პროცენტი (-3.5 პროცენტული
პუნქტი).
აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი როგორც ქალებში ისე კაცებში შემცირებულია 3.8
პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 17.1 და 17.9 პროცენტს შეადგენს.”