LIVE TV
ოთხშაბათი, თებერვალი 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

,,2021 წელი მიგვანიშნებს, თუ 20+21=41 და 2+0+2+1=5, სახეზე ოცნების-41 და ნაცმოძრაობის-5, ნიშნებია”-ბესიკ ადამიას ვრცელი მიმართვა ენმ- ს და ოცნების ლიდერებს

დაპოსტა 2021/01/22-ში
399
ნახვა
გაზიარება

პარლამენტის წევრს, პოლიტიკური პარტია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარეს,,
ბატონ ირაკლი კობახიძეს
პოლიტიკური პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, თავმჯდომარეს ბატონ ნიკა მელიას

მეგობრებო, გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულსა და გისურვებთ მშვიდობას, მეგობრობას, კეთილდღეობასა და ჩვენი სამშობლოს, საქართველოსათვის ნაყოფიერ თანამშრომლობას !
მეგობრებო, ჩვენთან ქუთაისში, თქვენთან შენახვედრი ვარ. ბატონო ირაკლი თქვენ, 2017 წელს ადგილობრივი არჩევნების წინ, პრემიერ კვირიკაშვილთან და თქვენს ვაჟიშვილთან ერთად შეგხვდით, თავისუფლების მოედანზე უსამართლოდ არარსებული ქართული სიტყვის წარმოჩენაზე გესაუბრეთ. მითხარით, რომ იდეა იცით და გაკეთება მომავალ წელს იგეგმებოდა, მაგრამ…. ბატონი ნიკა თქვენ კი რამდენიმე წლის წინ 2 მაისს ქუთაისობას, ქუთაისის ცენტრში, ცენტრალურ ბაღში შადრევნებთან სერგი კაპანაძესთან და თქვენს მეგობრებთან ერთად შეგხვდით, ქუთათურთა ძვირფას დღეს სტუმრობისას.
მეგობრებო, 2021 წელი საინტერესო ცვლილებებით დაიწყო თქვენს პარტიებში, კერძოდ: 1) თქვენ აგირჩიეს თქვენივე პარტიის ლიდერებად. 2) თქვენივე პარტიის წინა ლიდერები ბ-ნ ბიძინა ივანიშვილი და ბ-ნ მიხეილ სააკაშვილი წავიდნენ პოლიტიკიდან, თუმცა ორივე მათგანი თავს თვლიან ქვეყნის სამსახურში, სხვადასხვა პოზიციებიდან. 3) ცხადია, რომ სტაბილური პოლიტიკური მდგომარეობის გარეშე ქვეყნის აღმავლობა არ იქნება. 2021 წელი მიგვანიშნებს, თუ 20+21=41 და 2+0+2+1=5, სახეზე ოცნების-41 და ნაცმოძრაობის-5, ნიშნებია. დაუძლურებული ქვეყანა, მეტწილად თქვენგან მოელის სიკეთის კეთებას. გერბში ტყუილად არ გვიწერია ,,ძალა ერთობაშია,,. ხალხი გაოგნებულია, სულ ვალების აღების რეჟიმში მყოფი ქვეყანა მილიონრების ,,ჩეკვაშია,, რომლებიც ნაძარცვი ქონების დასაცავად პარლამენტშიც ხვდებიან. გაუძლურებული სისტემა ითხოვს შველასა და შეცვლას, დასრულდეს ხელისუფლებების შაბლონური პასუხები: ეს ჩვენი პრეროგატივა, კომპეტენცია თუ პრიორიტეტი არაა !
მეგობრებო, მოგმართავთ თხოვნით, მალე 8 თებერვალს დავითობას, გვესტუმროთ გელათში, დავით აღმაშენებლის საფლავთან, შემდეგ ტორპედოს სტადიონთან ჩემს საავტორო პირველად მსოფლიოში ,,მშვიდობის ბურთის,, მონუმენტთანაც, რაზეც მშვიდობა 67 ენაზე წერია, რომელმაც პარიზის მშვიდობის კედლის რეკორდი მოხსნა (49 ენა), ბოლოს ბაგრატის ტაძართან დასრულდეს ქიშპობა, მოხდეს შერიგება და ქართველი ხალხის წინაშე ერთგულების ფიცის დადება. შემოდგომაზე ადგილობრივთან ერთად ვადამდელი საპარლამენტო, სასურველი ტრადიციადაც იქცეს, რაც ერთგვარი ხსნა იქნება. სურვილისამებრ სასურველია გვესტუმრონ საზოგადოების სხვა წევრებიც.
მეგობრებო, მინდა გაგახაროთ, წელს პარიზში, მშვიდობის კედელი ახალ ადგილზე ახალ ფორმატში გადააქვთ, იქნებ ვესტუმროთ ერთად. წელს მონუმენტის გახსნიდან 21 წელი გადის, ხოლო 17 წელი ჩემი და მეგობრების ერთიანი ბრძოლიდან, რომ მასზე სიტყვა მშვიდობა ქართულ ენაზეც წარმოჩენილიყო. მას 2004-2016 წლებში აქციებით 5-ჯერ ვესტუმრე, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე მაცნობა ფრანგული მხარის თანხმობა, რომ მონუმენტზე ქართული ,,მშვიდობა,, უკვდავ ადგილს დაიმკვიდრებს. წერილებსა თუ პარიზში აქციებზე, აზერბაიჯანული ენის წარმოჩენაზეც ვაჟღერებდი (კავკასიური ენებიდან მხოლოდ სომხურ ენაზე ეწერა), აზერბაიჯანის მთავრობამ მადლობის წერილიც კი მომწერა. მთელი ჩემი ცხოვრება სამშვიდობო თემატიკას მივუძღვენი, ჩემს ავტომობილზე მშვიდობა 22 ენაზე წერია, მასზე და ,,მშვიდობის ბურთზე,, აფხაზურად და ოსურადაც, რომელსაც 3 წელია არ წყალობს საზმაუწყებელი, არც ქ-ნ ინგა გრიგოლია და ბ-ნ ნიკა გვარამია, თბილისიდან არც პოლიტიკოსები და ცენტრალური საინფორმაციოები, რათა მსოფლიოს სიამაყოთ ვაცნობოთ ამ მონუმენტიდან, რომ საქართველო მშვიდობის ქვეყანაა. ამ დროს გაეროს ელჩმა ქ-ნ შერონ ჰამილტონმა კი ,,ხელოვნებისა და კულტურის,, საერთაშორისო ჟურნალში გააშუქა, გაზეთ ,,კვირის პალიტრამ,, კი არა. საქართველოში მადლობა მათ, ვინც ამ თემაზე გვერდით დამიდგა.
მეგობრებო, 5 წელია ვიბრძვი, თბილისის მერიაში 2015 წლიდან კომისიაზე 4-ჯერ გავიდა, უპასუხოდაა პატრიარქის მხარდამჭერი წერილი მერიაში #270, 26-02-2018, რომ სამშობლოს გულში თბილისში თავისუფლების მოედანზე, წმ.გიორგის ქანდაკების გარშემო მწვანე საფარში (ჩვენდა სამარცხვინოდ დღემდე არარსებულია) წარმოჩნდეს ნებისმიერი ქართული ანბანით ქართული სიტყვა, სასურველი მოედნის სახელი ,,თავისუფლება,, მაქვს 2 ძლიერი პროექტი, მანამ კი 4 მწვანე საფარში ,,თავისუფლება, მამული, ენა, სარწმუნოება,, ან თავისუფლება ,,ნუსხურ, ასომთავრულ, მხედრულ და ლათინური ანბანით (FREEDOM,,), ამ სიტყვების წარმოჩენით შეიძლება ჩავატაროთ პერფომანსიც, ამაზე ბევრს გწერდით პარლამენტშიც. წინ დედაენის დღე 14 აპრილია, სამშობლოს გული კი იდეოლოგიურ სიბნელეთშია. ქვეყანა შიგა ფარული და უცხოელი, ფულიანი და გავლენიანი მტრების გარემოცვაშია. ჩვენ ქართული სცენარი, ქართული გულის ლიდერი გვჭირდება, რომელიც დაიმსახურებს ხალხის ნდობას.
ერთი ამბავია ამტყდარი სომხეთ-აზერბაიჯანის-რუსეთის შემოვლითი გზის გახსნაზე, ფუნქციას ვკარგავთო. სხვისი მტრობით ვერ ვისარგებლებთ, მათ შორის ომი რომ არ ყოფილიყო, მაშინ რას ვაკეთებდით ?! დროა ავამოქმედოთ სააქციო საზოგადოებები, დავურუნოთ ხალხს ანაბრებზე დანაზოგი, ანაკლიის პორტსა და ტრანსკავკასიურ მაგისტრალში აქციების სახით, რაზეც ადრე პრესაში ვწერდი, დაიყენეთ გვერდით ბ-ნ დემურ გიორხელიძე და სხვა ნიჭიერი ადამიანები, დროა გადავდოთ გვერდზე პირადი ამბიციები.
,,მშვიდობა-სიმართლე-თავისუფლება,, საქართველოს მთავარი მისაღწევი მიზანი არის !
ველით პასუხს, პატივისცემით ბესიკ ადამია-მშვიდობისა და მეგობრობის
ინტელექტუალური კლუბ ,,LLL,, პრეზიდენტი, პუბლიცისტი ,,მაღვიძარა,,

გაზიარება160

დაკავშირებული -პოსტები

სანიტარი რომელმაც შვილს მოკვლა სცადა დააკავეს

თებერვალი 24, 2026
409
მთავარი

 სანიტარი, რომელმაც ბათუმის ერთ-ერთი კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილის მკვლელობა სცადა, დააკავეს | ამ დროისთვის ქალი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი და ბრალის წარდგენის მოლოდინშია. შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...

დაწვრილებითDetails

სოფლის მეურნეობის პროდუქცია გაძვირდა – საქსტატი

თებერვალი 24, 2026
224
ეკონომიკა

2025 წლის მე-4 კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი 21.6 პროცენტით გაიზარდა - ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის კვლევაში. წინა კვარტალთან შედარებით კი, აღნიშნული ინდექსი...

დაწვრილებითDetails

არავის ეგონა თუ მისი გადარჩენა მოხდებოდა – რას ამბობს ექიმი ჩვილზე, რომელსაც დედამ მშობიარობის შემდეგ მძიმე დაზიანებები მიაყენა

თებერვალი 24, 2026
386
მთავარი

ჩვილის მდგომარეობა, რომელსაც დედამ მშობიარობის შემდეგ მძიმე დაზიანებები მიაყენა, ისევ რთულია | ამის შესახებ ექიმმა, "მედინას" კლინიკურმა დირექტორმა ჯუმბერ უნგიაძემ "მთავართან" საუბარში განაცხადა. მისივე თქმით, ახალშობილს დამატებითი ოპერაციები ჩაუტარდა და...

დაწვრილებითDetails

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ოთხი წელი გავიდა

თებერვალი 24, 2026
9
მთავარი

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ოთხი წელი გავიდა - რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მონაცემებით, 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის დეკემბრამდე პერიოდში ომში რუსეთის...

დაწვრილებითDetails

იანვარში ჯარიმა/საურავებიდან ბიუჯეტში 40.5 მილიონი ლარი შევიდა

თებერვალი 24, 2026
19
ეკონომიკა

2026 წლის იანვარში, ჯარიმებიდან/სანქციებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად თითქმის 19 მლნ ლარით, მხოლოდ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე გამოწერილი ჯარიმებიდან კი 11 მლნ ლარით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების...

დაწვრილებითDetails

ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები საქართველოში – მთავრობამ შრომის ბაზრის კვლევა ჩაატარა

თებერვალი 24, 2026
198
მთავარი

საქართველოს მთავრობა შრომის ბაზრის ანალიზის პრეზენტაციას მართავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრეზენტაციისას განაცხადა, კვლევა საკმაოდ მასშტაბური იყო, რომლის ფარგლებშიც 12 500 საწარმო გამოიკითხა. მისივე თქმით, აქედან 470 იყო მსხვილი საწარმო,...

დაწვრილებითDetails

ევროპისთვის საქართველოსთან მიმართებით გეგმა „ბ“ არ არსებობს, ვეცდებით, ეს ქვეყანა ჩვენს უსაფრთხოებას მივამაგროთ – საფრანგეთის ელჩი

თებერვალი 24, 2026
12
მთავარი

უნდა მოხდეს რუსეთის შეკავება - მისი შეკავება უნდა მოხდეს უკრაინაში, მოლდოვაში, ასევე საქართველოში. თქვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და შესაბამისად, საქართველომ ყველაზე უკეთ იცის რუსეთთან ნებისმიერი კომპრომისის ფასი, - ამის შესახებ საქართველოში...

დაწვრილებითDetails

დიდმა ბრიტანეთმა „რუსული დეზინფორმაციის გავრცელების“ მიზეზით, „იმედი“ და „POSTV“ დაასანქცირა

თებერვალი 24, 2026
38
მთავარი

დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს. დიდი ბრიტანეთს მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში...

დაწვრილებითDetails

ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში იყო ყულევის პორტზე საკანონმდებლო წინადადებაც და მტკიცებულებების პაკეტიც – პეტერ ფიშერი

თებერვალი 24, 2026
17
მთავარი

გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა დაადასტურა, რომ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში ყულევის დასანქცირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადება იყო წარმოდგენილი. როგორც ელჩმა, უკრაინაში რუსეთის სრულმაშტაბიანი შეჭრის 4 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, პანელურ დისკუსიაზე...

დაწვრილებითDetails

ბათუმში 3 ადამიანი დაჭრეს

თებერვალი 24, 2026
616
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ბრალდებულმა, წარსულში მომხდარი კონფლიქტის...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».