მერიამ ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს უკვე გადაუგზავნა. ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა კომისიებში დღეიდან დაიწყება. ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 61 032 200 ლარია.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის შემოსავლების მაჩვენებელი
54,936.2 ათასი ლარით განისაზღვრა, გადასახადების მაჩვენებელი კი 44868,1 ათასი ლარით.
ქუთაისის მერის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტში პრიორიტეტული 2020 წლისათვის ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია, ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა, გარემოს დაცვა, განათლება, კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობა და სპორტი, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა იქნება.
საკრებულომ ბიუჯეტის პროექტი 25 ნოემბრამდე უნდა განიხილოს და ამის შემდეგ შესწორებებითა და რეკომენდაციებით კვლავ მერიას დაუბრუნოს. მერია ვალდებულია, რომ გადამუშავებული ბიუჯეტი საკრებულოში 10 დეკემბრამდე წარადგინოს