LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
2020 წლიდან სპორტულ მოედნებსა და სასტუმროებში სრულად იკრძალება მოწევა

2020 წლიდან სპორტულ მოედნებსა და სასტუმროებში სრულად იკრძალება მოწევა

დაპოსტა 2019/11/21-ში
A A
65
ნახვა
გაზიარება

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მიღების შედეგად, რამდენიმე ასეული შემთხვევით შემცირდა ინსულტების და ინფარქტების გამო ჰოსპიტალიზაცია და სასწრაფო მანქანების გამოძახება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მე-13 სხდომის დაწყებამდე განუცხადა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება მიმდინარე ეტაპზე გამოვლენილი დარღვევების სტატისტიკა, მონიტორინგის შედეგები, ასევე ის მიღწევები, რაც კანონის დანერგვამ მოიტანა.

აკაკი ზოიძის თქმით, შეხვედრაზე განიხილავენ ასევე იმ რეგულაციებს, რომელიც 2020 წლიდან უნდა ამოქმედდეს. დეპუტატი ამბობს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში კონტროლის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას მოითხოვენ. 2020 წლიდან მოწევა იკრძალება სპორტულ მოედნებზე და სასტუმროებში სრულად.

„არ გამართლდა არც ერთი უარყოფითი პროგნოზი, რომელიც თამბაქოს ინდუსტრიას და ცალკეულ ექსპერტებს ჰქონდათ. ყველაზე დიდი მიღწევა რაც არის, ეს არის ადამიანების ჯანმრთელობა. რამდენიმე ასეული შემთხვევით შემცირდა 2019 წლის განმავლობაში ინსულტების და ინფარქტების გამო ჰოსპიტალიზაცია და სასწრაფო მანქანების გამოძახება, რაც ნიშნავს, რომ პასიური მოწევის გამო აღარ ადგებათ ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე, როგორც ეს მანამდე იყო სიგარეტის კვამლით გაჟღენთილ რესტორნებში, კაფეებში, ბარებში. საზოგადოებამ ეს რეგულაცია ძალიან დადებითად მიიღო, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, 85 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს რეგულაციებს, მათ შორის, მწეველთა ნახევარი. ზაფხულის განმავლობაში 95 პროცენტი იყო კანონის აღსრულება, მაშინ როცა ზამთარში შარშან 87 პროცენტამდე დაეცა. ესეც მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ აუცილებელია, რომ ყურადღება არ მოვადუნოთ. დღევანდელი შეკრების თემა სწორედ ეს გახლავთ და ასევე ის რეგულაციები, რომლებიც ძალაში უნდა შევიდეს, მაგალითად, სტადიონებზე აკრძალვა 2020 წლის პირველი იანვრიდან. ასევე აკრძალულია უკვე საგანმანათლებლო დაწესებულებებში და გვინდა მოვითხოვოთ, კიდევ უფრო მეტად გამკაცრება. სასტუმროებში იკრძალება ასევე სრულად, აქამდე დატოვებული იყო ნომრები, ახლა უკვე იკრძალება სრულად,”- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

თეგები: აკრძალვაკანონიმოწევასასტუმროსტადიონი
გაზიარება28

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოს რამდენმა მოქალაქემ დაარღვია ამერიკის B1/B2 კატეგორიის ვიზის პირობები

by მეგა TV
მარტი 19, 2026
0
ვის შეეხება ვიზების გაცემაზე დაწესებული შეზღუდვა – აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

2024 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მოქალაქეების მიერ ვიზებზე ვადაგადაცილების 690 შემთხვევა დაფიქსირდა - ამის შესახებ აშშ-ს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის 2024 ფისკალური წლის "ქვეყანაში შესვლა-გასვლისა და ვიზის ვადაგადაცილების" ანგარიშშია აღნიშნული. სწორედ...

დაწვრილებითDetails

“სააკაშვილის მოთხოვნა „კოდექსით გათვალისწინებულ ნორმას არ შეესაბამება“”

by მეგა TV
მარტი 19, 2026
0
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
All news

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურში აცხადებენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა პატრიარქ ილია მეორეს გასვენებაში მიიყვანონ, „კოდექსით გათვალისწინებულ ნორმას არ შეესაბამება“. როგორც პენიტენციურ სამსახურში განაცხადეს, რომ მათ ადვოკატის მოთხოვნა მიიღეს. „საქართველოს მესამე პრეზიდენტის სახელით, ადვოკატმა...

დაწვრილებითDetails

ილია მეორის პატივის მისაგებად უფასო ტრასნპორტი ხონიდან 20 მარტს გავა

by მეგა TV
მარტი 19, 2026
0
რას აკეთებს ხონის მერია მიუსაფარი ძაღლებისთვის
მთავარი

ილია მეორის პატივის მისაგებად ტრასნპორტი ხონიდან ხვალ გავა - ინფორმაციას სოციალურ ქსელში ელისო ჯიქია ავრცელებს: "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამგლოვიარო ცერემონიალთან დაკავშირებით, 20 მარტს ხონის მუნიციპალიტეტიდან გამგზავრების მსურველებს ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება....

დაწვრილებითDetails

„ვეღარ გაუძლო გულმა და გაჩერდა…“ – მომღერალ ლევან კბილაშვილის მამა გარდაიცვალა

by მეგა TV
მარტი 19, 2026
0
„ვეღარ გაუძლო გულმა და გაჩერდა…“ – მომღერალ ლევან კბილაშვილის მამა გარდაიცვალა
მთავარი

მომღერალ ლევან კბილაშვილის მამა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში, სალო კბილაშვილი ავრცელებს. „წავიდა ჩემი მამიკო მონატრებულ შვილთან. ვეღარ გაუძლო გულმა და გაჩერდა…“, - წერს მომღერლის და ფეისბუქის გვერდზე. შეგახსენებთ, 2023 წლის...

დაწვრილებითDetails

მთავრობამ რაჭაში ინვესტორს ჰესების მშენებლობისთვის მიწები 49 წლით გადასცა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 19, 2026
0
რამდენ ლარს დახარჯავს “ენერგეტიკის განვითარების ფონდი” – ჰესების პოპულარიზაციაში
მთავარი

საქართველოს მთავრობამ რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის 8 სოფელში არასასოფლო მიწის ნაკვეთები კომპანია „განახლებადი ენერგიის რეგიონალურ კომპანიას“ 49 წლით, აღნაგობის უფლებით გადასცა. 533-ე და 534-ე განკარგულების მიხედვით, ინვესტორმა ყოველწლიურად, ჯამში 73 245 მ²-ის მიწით სარგებლობის...

დაწვრილებითDetails

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის თანხა მთავრობამ 6 459 050 ლარით გაზარდა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 19, 2026
0
სახლები და სათავსოები დატბორილია, დაიხოცა ფრინველი – იმერეთში სტიქიას ებრძვიან
მთავარი

მთავრობამ 2026 წლის ბიუჯეტიდან სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის გამოსაყოფი თანხის მოცულობა 6 459 050 ლარით 33 991 650 ლარამდე, მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი კი 17-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი 523-ე განკარგულებიდან ირკვევა....

დაწვრილებითDetails

ქუთაისის ავტოპარკის განახლებაში შესაძლოა ჩინური კომპანია ჩაერთოს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 19, 2026
0
ქუთაისის ავტოპარკის განახლებაში შესაძლოა ჩინური კომპანია ჩაერთოს
მთავარი

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, მოადგილეებთან და მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელთან ერთად, ჩინური კომპანიის „იუტონგის“ წარმომადგენლებს შეხვდა. „იუტონგი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა ავტობუსების წარმოების მიმართულებით.შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქუთაისის მუნიციპალიტეტსა და ჩინურ...

დაწვრილებითDetails

დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი – სამების ტაძარში ჯებირები მოეწყო, დაწესდა წესები

by თამარა ქავთარაძე
მარტი 19, 2026
0
დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი – სამების ტაძარში ჯებირები მოეწყო, დაწესდა წესები
მთავარი

გარკვეული ტიპის რეგულაციები დაწესდა ტაძარში. როდესაც ახალი მოსვენებული იყო მისი უწმინდესობა, ხალხის ნაკადი ძალიან ძლიერი იყო, ახლა გარკვეული ტიპის ჯებირები დაყენდა ტაძარში, დაწესდა წესები, შესასვლელი კარიბჭე - გამავალი ხალხი რომელი კარიბჭიდან...

დაწვრილებითDetails

ილია მეორეს გარდაცვალების გამო, 22 მარტს ქუთაისში საპროტესტო მარში აღარ ჩატარდება

by მეგა TV
მარტი 19, 2026
0
ილია მეორეს გარდაცვალების გამო, 22 მარტს ქუთაისში საპროტესტო მარში აღარ ჩატარდება
მთავარი

ილია მეორეს გარდაცვალების გამო, 21 მარტს თბილისში, ხოლო 22 მარტს ქუთაისში დაგეგმილი მარშები აღარ ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ვუერთდებით ჩვენი ერის მწუხარებას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთა და...

დაწვრილებითDetails

ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე დაესწრება

by თამარა ქავთარაძე
მარტი 19, 2026
0
ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე დაესწრება
მთავარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი, ბართლომე დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც ცნობილია, პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"