2020 წელს სამტრედიის მოსახლეობას სანიაღვრე არხის პრობლემა აღარ შეაწუხებს – ამის შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
“მოლაპარაკება საბოლოო ფაზაში შედის ერთ-ერთ უმსხვილეს გერმანულ კომპანიასთან , რომელიც 2020 წელს ამ საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით პროექტს შეადგენს და სამტრედიის მოსახლეობას მსგავსი პრობლემა აღარ შეაწუხებს.” – განაცხადა ვალერი ფოცხვერიამ.
გარდა სანიაღვრე არხებისა მთავარ პრობლემებად გზების მოწესრიგება და სპორტული მოედნების რეაბილიტაცია დასახელდა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას ეტაპობრივად ამ პრობლემების გადაჭრას დაპირდა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია , საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია, პარლამენტის წევრი ილია წულაია, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მოსახლეობას კოსტავას და ლაშა თევზაძის ქუჩაზე შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.