LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
2020 წელს იმერეთში ყველაზე ნაკლებ დაფინანსებას კვლავ ტყიბული მიიღებს

2020 წელს იმერეთში ყველაზე ნაკლებ დაფინანსებას კვლავ ტყიბული მიიღებს

დაპოსტა 2019/10/11-ში
A A
113
ნახვა
გაზიარება

2020 წელს დღგ-ის 19%-იდან იმერეთის რეგიონში ყველაზე მეტ დაფინანსებას ტრადიციულად თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი მიიღებს.

როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტიდან ირკვევა, გაისად ქუთაისი, წლევანდელთან შედარებით, თითქმის ორმილიონნახევრით მეტს მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ დღგ-ის 19%-იდან მისაღები კვლავ 3,48% რჩება, თანხა, წლევანდელი 32 935.3 ათასის ნაცვლად, 35 368,1 ათას ლარი გახდება.

დაფინანსების მოცულობით მეორე ადგილზე საჩხერის მუნიციპალიტეტია. მომავალი წლისთვის ამ მუნიციპალიტეტს როგორც დაფინანსების პროცენტი, ისე თანხაც ეზრდება. თუ წელს მან 1.03% და 9 772.3 ათასი ლარი მიიღო, 2020-ში 1.20%-სა და 12 188.3 ათას ლარს, ანუ 2.4 მილიონით მეტს მიიღებს.

0.93%-დან 1.08%-მდე, შესაბამისად, 2,1 მილიონით გაიზრდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაფინანსებაც და წლევანდელი 8 787.3 ათასი ლარის ნაცვლად, 10 984.1 ათას ლარს მიიღებს.

1,9 მილიონით გაიზრდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დაფინანსებაც. თუ წელს ეს მუნიციპალიტეტი დღგ-ის 19%-იდან 0.83%-ით და 7 881.3 ათასი ლარით ფინანსდებოდა, გაისად ის 0.97%-მდე და 9 851.6 ათას ლარამდე გაიზრდება.

1,8 მილიონით მეტს მიიღებს ჭიათურის მუნიციპალიტეტიც, რომელსაც წელს 0.79%-იან დაფინანსებაში 7 494.1 ათასი ლარი ერგო, 2020 წელს კი პროცენტი 0.92-მდე, თანხა კი 9 367.7 ათას ლარამდე მოემატება.

რაც შეეხება სამტრედიის მუნიციპალიტეტს, მისი დაფინანსება მომავალი წლისთვის 1,7 მილიონით მოიმატებს. თუ წელს ამ მუნიციპალიტეტს 0.74%-იანი დაფინანსებით 7 007.6 ათასი ლარი ჰქონდა, 2020-ში, 0.86%-იან დაფინანსების პირობებში, 8 759.5 ათასი გაუხდება.

მიუხედავად იმისა, რომ დღგ-ის 19%-იდან კვლავ 0.81%-ს მიიღებს თერჯოლის მუნიციპალიტეტი, მას თანხა 564 მილიონით მაინც მოემატება. თუ წელს ამ მუნიციპალიტეტმა 7 648.1 ათასი მიიღო, 2020-ში 8 213.0 ათას ლარს მიიღებს.

იმერეთის 2 მუნიციპალიტეტს – ვანსა და ხონს გაისად დღგ-ის 19%-იდან მისაღები თანხა შეუმცირდებათ.

11 ათასი ლარით, 0.69%-დან 0.64%-მდე, შესაბამისად, 6 524.0 ათასიდან 6 512.9 ათასამდე მცირდება ხონის მუნიციპალიტეტის დაფინანსება. რაც შეეხება ვანს, მისი დაფინანსება სულ 7 ათასით შემცირდება და ნაცვლად 6 381.8 ათასისა (0.67%), 6 374.8 ათასი ლარი (0.63%) გახდება.

600 ათასით გაიზრდება ბაღდათის მუნიციპალიტეტის დაფინანსება. გაზრდილია პროცენტული მაჩვენებელიც და 0.54%-ის ნაცვლად, 0.56%-ს შეადგენს. რაც შეეხება თანხას, 2020-სთვის ეს მუნიციპალიტეტი 5 684.1 ათას ლარს მიიღებს, ნაცვლად წლევანდელი 5 071.1 ლარისა.

568 ათასით მეტს მიიღებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტი. თუ წელს დღგ-ის 19%-ის განაწილებიდან მას 4 947.8 ათასი (0.52%) შეხვდა, 2020-ში თანხა 5 516.4 ათასი (0.54%) იქნება.

იმერეთში ყველაზე ნაკლებ დაფინანსებას კვლავ ტყიბულის მუნიციპალიტეტი მიიღებს, თუმცა, წლევანდელთან შედარებით, გაისად თანხა მასაც მოემატება. თუ წელს ამ მუნიციპალიტეტმა დღგ-ის 19%-დან 3 602.8 ათასი (0.38%) მიიღო, 2020-ში 900 ათასით მეტს – 4 503.4 ათასი ლარით მეტს მიიღებს.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსების წესი, ფისკალური დეცენტრალიზაციის მოტივით, შარშან შეცვალა – გააუქმა გათანაბრებითი ტრანსფერი, საშემოსავლო გადასახადი სრულად ცენტრალურ ბიუჯეტში მიმართა, ხოლო თვითმმართველობებს დღგ-ის სახით მიღებული შემოსავლების 19%-ის განაწილება დაუდგინა.

ჯამში, 2020 წელს მუნიციპალიტეტების მიერ დღგ-ის 19%-იდან მისაღები შემოსავლები 1 016.5 მლნ ლარის ოდენობით არის პროგნოზირებული, რაც, წლევანდელთან შედარებით, თითქმის 70 მილიონით მეტია. დღგ-ის 19%-ის განაწილება მუნიციპალიტეტებზე საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი წესით ხდება.

თეგები: დაფინანსებაიმერეთიტყიბულიქუთაისი
გაზიარება64

დაკავშირებული -პოსტები

გარდაიცვალა ბერი ნიკოლოზ (ნარიმანი) მაქარაშვილი

by მეგა TV
აპრილი 19, 2026
0
გარდაიცვალა ბერი ნიკოლოზ (ნარიმანი) მაქარაშვილი
მთავარი

ნარიმან მაქარაშვილი(ბერი ნიკოლოზი) ფონიჭალაში, საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს . უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

დაწვრილებითDetails

ბინაში, 24 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აპრილი 19, 2026
0
“ქალმა იხუმრა” – 36 წლის ქალის მკვლელობის მოტივი ცნობილია
მთავარი

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში, 24 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს.   გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მარნეულის სოფელ ზემო სარალიდან თბილისში სასწავლებლად იყო ჩამოსული.   მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს....

დაწვრილებითDetails

75 წლამდე ასაკის ქალს მანქანა დაეჯახა

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ავარია თელავში - მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, ვარდოშვილისა და ქეთევან წამებულის ქუჩების კვეთაზე მოხდა.75 წლამდე ასაკის ქალი შუქნიშანთან გზის გადაკვეთას ცდილობდა. სხეულის სხვადასხვა დაზიანებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების...

დაწვრილებითDetails

ბოლო ერთ კვირაში საწვავი ისევ გაძვირდა

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
მთავრობას საწვავი გაუიაფდა – რამდენად იყიდის 1 ლიტრს
მთავარი

  საქართველოში საწვავის ფასი ზრდას განაგრძობს     აღსანიშნავია, რომ ფასების ცვლილება ეტაპობრივად ისახება ადგილობრივ ბაზარზეც. მხოლოდ ბოლო ერთი კვირის მონაცემებს თუ შევხედავთ, სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი 4-დან 12-თეთრამდე გაძვირდა....

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობით დიდი ოდენობით თანხის დაუფლების ფაქტზე, სამ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 აპრილს,...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
თოვლი, ძლიერი ქარი, შტორმი- სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს. 19-21 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, აღმოსავლეთ...

დაწვრილებითDetails

“ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო” -ცოტნე ივანიშვილი

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
“ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო” -ცოტნე ივანიშვილი
მთავარი

ძალადობაზე საუბრით მინდა დავიწყო. ჩემი აზრით, ყველას გვტკივა, მე პირადად ძალიან განვიცდი ამ ფაქტებს, რა თქმა უნდა,ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო , - ამის შესახებ ბიძინა...

დაწვრილებითDetails

ოქრო კვლავ ძვირდება

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

გლობალურ ბაზრებზე ოქრო კვლავ ძვირდება. ბოლო, 17 აპრილის ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ფასი 46 დოლარით გაიზარდა და 4 831 დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 0.9%-ით...

დაწვრილებითDetails

“დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა არის კოშმარი”- შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
შალვა პაპუაშვილი
მთავარი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება" BBC-ის რიგით მესამე საჩივრით მიმართავს. პაპუაშვილმა განმარტა საჩივრების პროცედურა, რომელიც BBC-ის ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო. პაპუაშვილის თქმით, „აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის...

დაწვრილებითDetails

„ენით აღუწერელი ტკივილი დაგვიტოვე…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
„ენით აღუწერელი ტკივილი დაგვიტოვე…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
მთავარი

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. სამტრედიაში ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა. „გლოვობს ჩემი სამტრედია, გარდაიცვალა ახალგაზრდა, ალეკო ხაბეიშვილი. ენით აღუწერელი ტკივილი დაგვიტოვე, გაანადგურე და თავდაყირა დააყენე ყველას ცხოვრება, ვინც გიცნობდა. ნათელში იყავი,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"