2019 წლისთვის სკოლების 80% გადაფარული გვექნება მანდატურის სამსახურებით, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე წარდგენილმა მიხეილ ბატიაშვილმა სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, წელს დაემატება 130 სკოლა, სადაც მანდატურის სამსახური იფუნქციონირებს.
„2019 წელს დაემატება 130 სკოლა, სადაც უზრუნველვყოფთ მანდატურის სამსახურის ფუნქციონირებას. დღევანდელი მონაცემებით, სკოლების 80% გადაფარული გვექნება, სადაც მანდატურის სამსახური ფუნქციონირებს. ეს მომავალ წელსაც გასაგრძელებელი პროცესია. ვფიქრობთ, რომ მომავალ წელსაც დავამატებთ მანდატურებს დაახლოებით 130 სკოლაში და სკოლების 85% გვექნება გადაფარული. დანარჩენ სკოლებში, სადაც მანდატურის სამსახურები არ არის წარმოდგენილი, მოხვდა 550 სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც პასუხისმგებელია ბავშვების უსაფრთხოებასა და მათ გადამზადებაზე,“ – განაცხადა ბატიაშვილმა.