2008 წლის 7 და 8 აგვისტოს რატომ არ თქვეს და არ აცნობეს საზოგადოებას, რომ რუსული ჯარი შემოსული იყო?! არქივს ვერ წაშლით! – თქვენ ან სიმართლის აღიარება მოგიწევთ ან საქართველოს საზოგადოების უმრავლესობას დაემორჩილებით! – ეს განცხადება ჟურნალისტებთან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მისულმა მიხეილ ყაველაშვილმა გააკეთა.
ყაველაშვილმა ამ კონტექსტში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მაშინდელი ხელისუფლება 2008 წლის 7 და 8 აგვისტოს რუსებს საერთოდ არ ახსენებდა.
“2008 წლის აგვისტოს დღეები გახსოვთ? 7 აგვისტო გახსოვთ? მაშინ მაშინდელი ხელისუფლება რას საუბრობდა? 7 და 8 აგვისტოს საუბრობდნენ, რომ რუსეთი შემოვიდა? არის არქივი, თუ რა გააკეთეს!
რატომ არ თქვეს და არ აცნობეს საზოგადოებას, რომ 7 აგვისტოს რუსეთის ჯარი შემოსული იყო?
ომის შემდეგ არ იყო რუსეთს 30 სტრატეგიული ობიექტი რომ მიყიდეს? მაშინ არ იყო რუსეთი დამნაშავე მაშინდელი პრეზიდენტი ლარსთან რუს ტურისტებს რომ ელოდებოდა?!
ჩვენ საქართველოს არ ვაბრალებთ [ომის დაწყებას]. ჩვენ ვართ საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ვიცავთ. ჩვენ ვიცავთ დაღუპულთა დიდებას, მაგრამ ვინც დანაშაული ჩაიდინა, მათ უკან ვერ ამოეფარება.
თურმე რუსეთი 7 აგვისტოს შემოვიდა, ეს საზოგადოებას არ უთხრეს და პირდაპირ მანევრები დაიწყეს“, – განაცხადა ყაველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.