“2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის მიმდინარეობისას, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ აღასრულა სავედრებელი პარაკლისი, გაამხნევა და ანუგეშა სამწყსო.
მეუფემ სიმბოლურად გამოაბრძანა ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი და ეროვნებით რუსი წმიდანების – ღირსი სერგი რადონეჟელისა და ღირსი სერაფიმე საროველის ხატები.
ეს ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის უახლესი ისტორიაა” – წერს სოციალურ ქსელში მეუფის სტიქაროსანი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე