,,ზიანის შემცირების პროგრამებმა, ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებმა ბევრი ოჯახი გადაარჩინა. პირადად მე, ჩემს თავზე ვიტყვი-2008 წელი იყო რომ მივედი ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში. მთელი ცხოვრება არც მიმუშავია ნარკოტიკების მოხმარების გამო, ნასამართლეობაც მაქვს. თუ რაიმე რეპრესია აქვს სახელმწიფოს ყველაფერი მაქვს გადატანილი. მაშინაც პირობითი მსჯავრი მქონდა რომ მივედი 2008 წელს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებში. იქ მოხდა ისე, რომ ზიანის შემცირების პროგრამაში გამოჩნდა ვაკანსია და მკურნალმა ექიმმა მითხრა: “შეგიძლია აქ დასაქმდე”. დავიწყე იქ მუშაობა სოციალურ მუშაკად, ნელ-ნელა განვითარდი და დღეისათვის კოორდინატორი ვარ ქუთაისში ზიანის შემცირების ცენტრის, ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი ვარ, ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს წევრი ვარ”- განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია “რუბიკონი”-ს კოორდინატორმა ზაზა ქარჩხაძემ გადაცემაში ,,შუადღე ქუთაისში”