LIVE TV
სამშაბათი, თებერვალი 10, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

20-21 ივნისს დაზარალებულებისათვის სტატუსის მისანიჭებლად საიამ სასამართლოს მიმართა

დაპოსტა 2019/10/11-ში
211
ნახვა
გაზიარება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, 16 პირის სახელით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და პროკურორის იმ დადგენილების გაუქმება მოითხოვა, რომლითაც 20-21 ივნისს დაზარალებულ პირებს სტატუსი არ მიენიჭათ. როგორც  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან იუწყებიან, ორგანიზაცია სასამართლოში ითხოვს პროკურატურის დადგენილების გაუქმებას და 20-21 ივნისს დაზარალებული 16 პირისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანას. სასამართლომ საჩივარი 15 დღეში უნდა განიხილოს.

„საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც 20-21 ივნისს აქციის მონაწილეთა მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს ეხება (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი). აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე 16 პირისათვის (მათ შორის 8 ჟურნალისტი) დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით საიამ გენერალურ პროკურატურას 2019 წლის 19 სექტემბერს მიმართა, თუმცა, მოთხოვნა პროკურორმა არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა ზემდგომ პროკურორთან. ზემდგომმა პროკურორმა ასევე არ დააკმაყოფილა მოთხოვნა და აღნიშნულ პირებს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა.

პროკურატურა განმარტავს, რომ ამ დროისათვის არ არსებობს დაზარალებულის სტატუსის მინიჭების საფუძველი. ერთის მხრივ, პროკურატურა ადასტურებს, რომ ,,მითითებულმა პირებმა დაზიანება 20-21 ივნისს, საპროტესტო შეკრების შეწყვეტისას მიიღეს და საქმეზე მოპოვებული სამედიცინო დოკუმენტაცია/ინფორმაცია ადასტურებს ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებს“, თუმცა, ამას არ მიიჩნევს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებისათვის საკმარის საფუძვლად და ელოდება ექსპერტიზის შედეგებს. პროკურატურის განმარტებით, დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად, მნიშვნელოვანია ექსპერტიზამ დაადგინოს ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი და მექანიზმი, აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენების კონკრეტული ვითარება და საფუძვლები.

საია მიიჩნევს, რომ პროკურატურის მიერ 20-21 ივნისს დაზარალებული პირებისათვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა, არის უკანონო და დაუსაბუთებელი. კანონმდებლობის თანახმად, დანაშაულის მსხვერპლს მთელი რიგი უფლებები, მათ შორის, საქმის მასალების გაცნობის, სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან შეწყვეტის, ან გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების გასაჩივრების უფლება მხოლოდ მაშინ ეძლევა, თუ იგი სარგებლობს დაზარალებულის პროცესუალური სტატუსით. შესაბამისად, დაზარალებულის სტატუსის საწყის ეტაპზევე მინიჭებას აქვს არსებითი მნიშვნელობა დაზარალებულის უფლებების დასაცავად“, – ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

თეგები: 20-21 ივნისიგავრილოვის ღამე
გაზიარება90

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ გიორგი კაციაშვილმა სტივ ჯობსის აკედამიაში ჩააბარა

თებერვალი 10, 2026
30
მთავარი

ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის მე_10 კლასის მოსწავლე, გიორგი კაციაშვილი, სტივ ჯობსის აკედამიაში სწავლობს. გიორგი აკადემიაში 100%- იანი გრანტით ჩაირიცხა.

დაწვრილებითDetails

იმერეთსა და აჭარაში ფრინველის არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა

თებერვალი 10, 2026
24
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ფრინველის არალეგალური სასაკლაოები აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსა და იმერეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტში გამოავლინეს. შპს „ატო“ (მის: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, ფანასკერტელ-ციციშვილის 29) ფერმის ტერიტორიაზე ფრინველის დაკვლას ახორციელებდა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე,...

დაწვრილებითDetails

სოფელ ბარჯაშთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა

თებერვალი 10, 2026
3
მთავარი

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 52-ე კმ-ზე (სოფ. ბარჯაში) ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია. აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მე 7 საჯარო სკოლის მოსწავლემ ანასტასია კაძახიძემ სტივ ჯობსის აკადემიაში ჩააბარა

თებერვალი 10, 2026
17
მთავარი

ქუთაისის მე 7 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ ანასტასია კაძახიძემ სტივ ჯობსის აკადემიაში ჩააბარა. ქუთაისელმა მოსწავლემ 60%-იანი სასწავლო გრანტი მოიპოვა!

დაწვრილებითDetails

ქუთაისის წმ ნინოს სახელობის მე 3 სკოლის მოსწავლე თეიმურაზ ლომთაძე წარმატებით აგრძელებს სწავლას სტივ ჯობსის აკადემიაში

თებერვალი 10, 2026
32
მთავარი

ქუთაისის წმ ნინოს სახელობის მე 3 სკოლის მე 3 კლასის მოსწავლე თეიმურაზ ლომთაძე უკვე 3 წელია წარმატებით სწავლობს სტივ ჯობსის აკადემიაში  და ინარჩუნებს 60% გრანტს. ასევე თეიმურაზი გახდა ოლიმპიადა “მაოზროვნეს”...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მე-12 სკოლის მოსწავლემ  გიორგი ხურციძემ სტივ ჯობსის აკადემიაში ჩააბარა

თებერვალი 10, 2026
110
მთავარი

ქუთაისის მე-12 საჯარო სკოლის ,მე-6 კლასის მოსწავლემ  გიორგი ხურციძემ სტივ ჯობსის აკადემიაში ჩააბარა ,  მან შეძლო 60%-იანი სასწავლო გრანტის მოპოვება !  

დაწვრილებითDetails

ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული – დაცვის თანამშრომლი გარდაცვლილი იპოვეს

თებერვალი 9, 2026
695
მთავარი

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო მუზეუმის დაცვის თანამშრომლს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული - ამის შესახებ ადგილობრივი მედია "სამხრეთის კარიპჭე" წერს. ახალციხის ციხის ტერიტორია ამ დროისთვის დაკეტილია. „დღეს ციხის ტერიტორია დაიკეტა,...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

თებერვალი 9, 2026
334
მთავარი

საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს : იწყება სამოცდამეცამეტე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა.  ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში ა.წ. 16 თებერვლიდან 20 თებერვლის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლემ სანდრო ძაგნიძემ სტივ ჯობსის აკადემიაში ჩააბარა

თებერვალი 9, 2026
251
მთავარი

ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის VI-თ კლასის მოსწავლემ სანდრო ძაგნიძემ სტივ ჯობსის აკადემიაში ჩააბარა , ასევე 60%-იანი სასწავლო გრანტი მოიპოვა!

დაწვრილებითDetails

მეტროს ესკალატორში ბავშვს ფეხი მოყვა

თებერვალი 9, 2026
480
მთავარი

თბილისში სადგურის მოედანზე, მეტროს ესკალატორში ბავშვს ფეხი მოყვა. როგორც სატრანსპორტო სამსახურის პრესსამსახურში აცხადებენ, ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სადგურის მოედანზე მგზავრების მიღება დროებით შეჩერებული იყო.

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».