ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 21:05-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 17:57-ზე ამ დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის; სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. მოერიდეთ გულის გადაღლას, ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
ვერძი
თუ ოდნავ მაინც ცუდად იგრძნობთ თავს, ყველაფერი გვერდზე უნდა გადადოთ და ცოტა დაისვენოთ – დიდი ალბათობით, ეს დაგროვილი დაღლილობის გამოა – ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს მუშაობთ. კურო
საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა არ მოგიტანთ პოზიტივს, რასაც ელოდებით, პირიქით, შეიძლება გაგიფუჭდეთ მათთან ურთიერთობა, ამიტომ ეცადეთ, ყველაზე უვნებელ თემებზეც ისაუბროთ.
ტყუპები
მატერიალურსა და სულიერს შორის არჩევისას, აირჩიეთ მეორე: ამაღლებული აზრები გაგხდით უფრო სუფთასა და კეთილსინდისიერს, ხოლო თუ ისინი გიბიძგებენ კარგი საქმეებისკენ, მაშინ მით უმეტეს. კირჩხიბი
ჯადოსნური დღეა, როდესაც არსებული პრობლემები – ძირითადად პროფესიული ხასიათის – მოგვარდება თითქოს თავისით, თქვენი მხრიდან სერიოზული და ხელშესახები ძალისხმევის გარეშე.
ლომი
მიზანშეწონილია დრო დაუთმოთ არა იმდენად მნიშვნელოვან პროფესიულ პროექტებზე მუშაობას, არამედ მიზნის მისაღწევად ტაქტიკის დაგეგმვასა და ფიქრს, ასევე ნიუანსების გარკვევას.
ქალწული ენერგია, რომლის მოზღვავებაც დღეს იგრძნობთ, ზომიერად უნდა დახარჯოთ – მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან პროფესიულ საკითხებზე. უარი თქვით მეორადი პრობლემების მოგვარებაზე.
სასწორი
მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო დღეა, უნდა გამორიცხოთ პირდაპირი სამუშაო პრიორიტეტული ამოცანები. მაინც არ იქნება წარმატებული და სჯობს მოგვიანებით გადადოთ. სამაგიეროდ, შეგიძლიათ დრო დაუთმოთ შემოქმედებით საქმიანობას.
მორიელი
პასუხი მნიშვნელოვან – ცხოვრებისეულ თუ პროფესიულ – კითხვაზე, რომელსაც დიდი ხანია ეძებთ, მოულოდნელად თავისით მოვა – უბრალოდ გაგიკვირდებათ, რატომ ადრე არ იფიქრეთ ამაზე.
მშვილდოსანი
ვინაიდან, სხვადასხვა მიზეზის გამო – სუბიექტურიც და ობიექტურიც – თქვენი თვითშეფასება ბოლო დროს საგრძნობლად დაეცა, გაატარეთ ეს დღე სიტუაციის გამოსწორებაში. ხვალიდან ენერგიის მომატებას იგრძნობთ და სიცოცხლის ხალისი დაგიბრუნდებათ.
თხის რქა
იმისდა მიუხედავად, რომ თანხა, რომელიც დღეს თქვენს ანგარიშზე მოვა, გაგაოცებთ თავისი სოლიდურობით, უნდა მართოთ თქვენი ფული ზომიერად, დაუშვით მხოლოდ ის ხარჯები, რომლებიც ნამდვილად გჭირდებათ.
მერწყული
გარშემო მყოფები თქვენ მიმართ პოზიტიურები იქნებიან, ამიტომ მათთან ურთიერთობა ნამდვილ სიამოვნებად გადაიქცევა: პირველ რიგში, ეს ეხება მეგობრებს და ახლობლებს, მაგრამ სრულიად უცნობ ადამიანებთანაც კი მოგეწონებათ კომუნიკაცია.
თევზები
დღე ხელსაყრელია ძვირად ღირებული – საყოფაცხოვრებო – შესყიდვებისთვის, რომელთა შეძენასაც დიდი ხანია აპირებდით: დღევანდელი შესყიდვები უაღრესად წარმატებული აღმოჩნდება – ისინი იმუშავებენ დიდი ხნის განმავლობაში და შეუფერხებლად.