ჟურნალისტი რუსუდან ნიკურაძე, რომელიც წლების მანძილზე რუსეთში და კერძოდ, მოსკოვში პროფესიულ საქმიანობას ეწეოდა, საქართველოს ოკუპაციის თემას ეხმაურება. იგი რუსული აგრესიისა და ჰიბრიდული ომის მეთოდებს კარგად იცნობს და არსებული ვითარების ანალიზის შედეგად მიაჩნია, რომ არა 20 არამედ საქართველოს 100% ოკუპირებულია და ომი გრძელდება : ,,20% კი არა, 100% აქვს რუსეთს უკვე აქ ოკუპირებული. ნუ მოვიტყუებთ თავს. ის ტექსტები (ქმედებანი ცალკე თემაა), რაც ვოლსკისა და ზურაბიშვილის სამარცხვინო, კოლაბორანტულ ჩანაწერებშია, სრული ოკუპაციის დასტურია. ესაა ოკუპაციური რეჟიმი ჰიბრიდული ომის კლასიკური გამოვლინებით. ესაა საქართველოს სრული ინტერვენცია სამხედრო და რუსეთის მიერ მოთრეული ხელისუფლების გამოყენებით. ამათი დასავლური შირმები უკვე ჩამოფხრეწილია ნიღბებთან ერთად. ომი გრძელდება. დიდება გმირებს” – წერს რუსუდან ნიკურაძე.
” ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ვაძლევ გარანტიას, რომ ქვეყანაში იქნება სიმშვიდე” – კახა კალაძე
არანაირი რევოლუცია და სახელმწიფო გადატრიალება არ და ვერ მოხდება. თუკი ვინმე გაბედავს, კანონის წინააღმდეგ წასვლას, ამას კანონის ფარგლებშივე ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება. ჩვენი შესაბამისი უწყებები მუშაობენ და გაძლევთ სიმშვიდის გარანტიას, -...