ჟურნალისტი რუსუდან ნიკურაძე, რომელიც წლების მანძილზე რუსეთში და კერძოდ, მოსკოვში პროფესიულ საქმიანობას ეწეოდა, საქართველოს ოკუპაციის თემას ეხმაურება. იგი რუსული აგრესიისა და ჰიბრიდული ომის მეთოდებს კარგად იცნობს და არსებული ვითარების ანალიზის შედეგად მიაჩნია, რომ არა 20 არამედ საქართველოს 100% ოკუპირებულია და ომი გრძელდება : ,,20% კი არა, 100% აქვს რუსეთს უკვე აქ ოკუპირებული. ნუ მოვიტყუებთ თავს. ის ტექსტები (ქმედებანი ცალკე თემაა), რაც ვოლსკისა და ზურაბიშვილის სამარცხვინო, კოლაბორანტულ ჩანაწერებშია, სრული ოკუპაციის დასტურია. ესაა ოკუპაციური რეჟიმი ჰიბრიდული ომის კლასიკური გამოვლინებით. ესაა საქართველოს სრული ინტერვენცია სამხედრო და რუსეთის მიერ მოთრეული ხელისუფლების გამოყენებით. ამათი დასავლური შირმები უკვე ჩამოფხრეწილია ნიღბებთან ერთად. ომი გრძელდება. დიდება გმირებს” – წერს რუსუდან ნიკურაძე.
“ჩვენი მიზანია, დავუპირისპირდეთ ხალხს, რომელიც ნარკომომხმარებლის მძიმე მდგომარეობაზე ცდილობს ხელი მოითბოს’-მიხეილ სარჯველაძე
ჩვენ არ ვერჩით ნარკომომხმარებელს, ჩვენი მიზანია, რომ დავუპირისპირდეთ ხალხს, რომელიც ნარკომომხმარებლის მძიმე მდგომარეობაზე ცდილობს ხელი მოითბოს, რაც შეიძლება მეტად გაამწვავოს პრობლემა და ამით უფრო მეტად მოითბოს ხელი, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის...