“2-3 დღის გადმოსულები იყვნენ. ცოლ-ქმარი და 3 ბავშვი. ბიჭი 12 წლის იყო, გოგოები უფრო პატარები. ახალი ნაქირავები ქონდათ ბინა. სავარაუდოთ გაზის ნამწვავით არიან დაღუპულები”-ყვებიან მეზობლები
შეგახსენებთ გლდანის მე-2 მიკრო რაიონში, ერთ-ერთ კორპუსში, სავარაუდოდ, ნამწვი აირის ინტოქსიკაციის გამო, 5 ადამიანი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 3 ბავშვია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.