მილიარდ ბავშვს აქვს კლიმატის შოკის “უკიდურესად მაღალი რისკი”- ამბობს UNICEF
მსოფლიოს 2.2 მილიარდი ბავშვის თითქმის ნახევარი ცხოვრობს ისეთ ქვეყნებში, სადაც კლიმატის კრიზისის ზემოქმედების უკიდურესად მაღალი რისკია, მათ შორის გარემოსდაცვითი დარტყმები, როგორიცაა ციკლონები და სიცხე.
უკიდურესად მაღალი რისკის ქვეშ მყოფი 33 სახელმწიფოს შორის არის ავღანეთი, რომელიც წლების განმავლობაში განიცდიდა ხანგრძლივ გვალვას და პოლიტიკურ არასტაბილურობას და კიდევ ერთხელ გაურკვეველი მომავლის წინაშე დგას მას შემდეგ, რაც ის შაბათ -კვირას მთლიანად მოექცა თალიბანის კონტროლის ქვეშ.