2 წლის ბავშვი ელემენტის გადაყლაპვის შედეგად გარდაიცვალა – ინფორმაციას ტელეკომპანია “გურჯაანი” ავრცელებს.
“გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 2 წლის ბავშვმა ელემენტი გადაყლაპა. ოჯახმა სამედიცინო დაწესებულებას დროულად მიმართა, თუმცა ექიმებმა პატარის გადარჩენა ვერ შეძლეს.” – ნათქვამია გავრცლებულ ინფორმაციაში.









