სამების საკათედრო ტაძარში მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა ტაძარში მისვლის მიზეზი არ დააკონკრეტეს. თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატრულის გამოძახება საგანგებო მდგომარეობით გამოცხადებული წესების დარღვევა იყო. .
მედიის წარმომადგენლებს მათ მიუთითეს, რომ მათი გამოცხადების დეტალების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდნენ.
დილიდან სამების საკათედრო ტაძარში ხალხმრავლობაა. ამსახველი ვიდეოების უკვე გავრცელდა სოციალურ ქსელში. თუმცა, სტიქაროსნები მრევლს მოუწოდებენ, რომ მათ შორის 1-მეტრიანი დისტანცია იყოს.
ამასთან, მრევლს შეუძლია წირვის მიმდინარეობა ტაძრის გარეთ უზრუნველყოფილი გახმოვანების სისტემის მეშვეობით მოისმინოს.
ტაძარში მღვდელმთავრებთან ერთად იმყოფება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. წირვის დასრულების შემდეგ მრევლს პატრიარქის ქადაგების მოსმენა შეეძლება.