ავსტრალიური ავიახაზები Qantas-ი ავიაციის ბოლოდროინდელ ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ კომერციულ რეისს ასრულებს. ავიაკომპანიის კუთვნილ თვითმფრინავს ლონდონიდან სიდნეის მიმართულებით 50 მგზავრი გადაჰყავს. რეისის შესასრულებლად ლაინერს 19 საათი დასჭირდება.
თვითმფრინავი ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 6 საათზე აფრინდა. სიდნეიში ჩასვლამდე ლაინერის მგზავრები მზის ამოსვლას ორჯერ შეხვდებიან. თვითმფრინავი სულ 17 800 კილომეტრს დაფარავს.
შეგახსენებთ, Qantas-მა გასულ თვეს კიდევ ერთი ხანგრძლივი ავიარეისი შეასრულა, რომელიც ასევე დაახლოებით 19 საათს გაგრძელდა, რა დროსაც ლაინერმა ნიუ-იორკიდან სიდნეის მიმართულებით 16 000 კილომეტრი გაიარა.
აღსანიშნავია, რომ ავსტრალიურ ავიაკომპანიას 2022 წლისთვის ხანგრძლივი რეისების განხორციელების დაწყება სურს სიდნეიდან ლონდონის და სიდნეიდან ნიუ-იორკის მიმართულებით.
წყარო: https://bm.ge/