თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი 19 და 20 რიცხვში შემთხვევის ადგილას არ იმყოფებოდა. ამის შესახებ გადაცემა „პოლიტმეტრში” ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატმა – მიხეილ რამიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, სხვა დღეებს 18, 21 და 22 რიცხვში ღრუბლიანი ამინდი იყო, შესაბამისად იმის დადგენა, იყო თუ არა ავტომობილი ამ დღეებში თეთრიწყაროს ტყეში, რთულია. რამიშვილის განცხადებით, სატელიტის კადრები ადასტურებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა შემთხვევის ადგილას მოგვიანებით მიიყვანეს.
ასევე დაგაინტერესებთ:
ცხოვრება სხვანაირად წარმომედგინაო – რას უყვებოდა თამარ ბაჩალიაშვილი ფსიქოლოგს