ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 11 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდგინდა.
კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის განცხადებით, პაციენტებს საჭიროების მიხედვით დანიშნულებას მისცემენ, ნაწილს კი, სახლში გაწერენ.
მისივე თქმით, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით კლინიკაში საქართველოს ერთი მოქალაქე მიიყვანეს, რომელიც საფრანგეთიდან ჩამოვიდა. მას ახალ კორონავირუსზე კვლევისთვის სინჯებს დღეს აუღებენ.