17 წლის მოზარდმა თურქეთში მძინარე დედა მოკლა, ოჯახის 4 წევრი კი დაჭრა. საზარაელი დანაშაული ფათიჰის რაიონში მოხდა. თურქული მედიის ინფორმაციით, დაშავებულები ადგილობრივ კლინიკებში გადაიყვანეს. მძიმე დანაშაულში ბრალდებული მოზარდი კი დაკავებულია. გავრცელებული ინფორმაციით, მას ფსიქიკური აშლილობა აქვს.
ვარკეთილში ხანძარს ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
თბილისში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. ცეცხლი ვარკეთილში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე გაჩნდა, რა დროსაც ახალგაზრდა კაცი დაიღუპა.ხანძარი, ამ დროისთვის, ლიკვიდირებულია. გამომწვევი მიზეზი და დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.