LIVE TV
ორშაბათი, თებერვალი 16, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

17 მაისის შეჯამება უკრაინაში-გიორგი კობერიძე

დაპოსტა 2022/05/18-ში
90
ნახვა
გაზიარება

17 მაისის შეჯამება უკრაინაში:

– მარიუპოლში სიტუაცია ჯერ კიდევ ბუნდოვანია. წუხელ “აზოვის” სამხედრო ლიდერის დენის პროკოპენკოს მიმართვის შემდეგ დაიწყო აზოვსტალიდან დაჭრილების გამოყვანის პროცესი, რასაც შედარებით მსუბუქად დაშავებული უკრაინელი მცველებიც მიჰყვნენ. პროკოპენკომ აღნიშნა, რომ ისინი ბრძანებას ასრულებენ, რომელიც უმაღლესი სარდლობიდან ანუ კიევიდან მოდის.

დაჭრილების უმრავლესობა 2014 წელს რუსების მიერ ოკუპირებულ ქალაქ ნოვოაზოვსკში გადაიყვანეს.

შედარებით ნაკლებად დაშავებული უკრაინელები კი ოკუპირებული დონბასის სხვადასხვა მხარეში გადაანაწილებენ.

პროცესი ნელი და ფრთხილია. ჯერაც არ ჩანს არცერთი ლიდერი – არც საზღვაო ქვეითების და არც “აზოვის”. იმის გამო, რომ რუსების ნდობა არ შეიძლება მცველები არ ჩქარობენ.

ამასთან უკრაინელები შეეცდებიან, რომ მარიუპოლის მცველები ქალაქიდან გამოსვლის შემთხვევაში უკლებლივ გადავიდნენ მათსავე კონტროლირებად ტერიტორიაზე, რაც დიდი რაოდენობით მაღალი ფასის მქონე რუს ტყვეებში გაცვლას შეიძლება გულისხმობდეს. ასეთები კი უკრაინას ბევრი ჰყავს.

თუმცა აუცილებლად იქნება მედია პროპაგანდა რუსეთის მხრიდან. კრემლი შეეცდება უკვე გამოყვანილი ჯარისკაცებით მანიპულირებას და აღნიშნული მოვლენის დანებებად წარმოჩენად. შეიძლება იყოს მუქარაც და დადგმული სცენებიც. თუმცა ერთია რა იქნება რუსული საზოგადოებისათვის ნაჩვენები და მერეა როგორ მოხდება უკრაინელი მცველების გადაცემა ან ტყვედ დატოვება. და როგორი იქნება უკრაინელთა ან ჯერ კიდევ აზოვსტალში მყოფების პასუხი.

თუმცა უკრაინელები გუშინ არ დაბადებულან და იციან, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება. ამიტომ შესაძლოა ტყვეების გაცვლის შესახებ მოლაპარაკება კიდეც შემდგარია. ფაქტია ისიც, რომ აზოვის ერთ-ერთი დამაარსებელი და ყოფილი პოლიტიკური ლიდერი ანდრეი ბელიცკი მიმართვაში უსვამს ხაზს, რომ ამ შემთხვევაში ბევრი კითხვის დასმა და ჩაძიება სიტუაციას არ გააუმჯობესებს და შესაძლოა აზოველების დახსნის პროცესი შეაფერხოს.

როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები დაჭრილი ტყვეების წამება და მოკვლა ნაკლებ სავარაუდოა, რადგან მათზე მრავალი თვალი და მრავალი ყურია მიპყრობილი. ხოლო აზოვსტალი კვლავ უკრაინელების ხელშია და საჭირო შეთანხმების გარეშე მას არავინ დათმობს.

ფაქტია, რომ უკრაინელთა კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასული თითოეული აზოველი დიდი გამოცდილების მქონე სამხედრო სიმბოლო იქნება. ეს თავის მხრივ დიდი ცდუნებაა რუსებისათვისაც, რომლებიც მათ შენარჩუნებას შეეცდება ან გაცვლისას უფრო დიდ ფასს დაადებენ.

– საბრძოლო ოპერაციების მთავარ მიმართულებად კვლავ ხარკივის რაიონი რჩება, სადაც უკრაინელებმა მდინარე სივერსკი დონეცი გადალახეს და აღმოსავლეთ სანაპიროზე შემტევი პოზიციები დაიკავეს. გარემო ჭაობიანია, ხიდები დაზიანებული, ხოლო პონტონური ხიდები არასანდო.

ამიტომ რთული სათქმელია რამდენად მოჰყვება ამ შეტევას ფართო გაგრძელება მოკლე ხანში, მაგრამ შეტევის მიმართულება საკმაოდ ლოგიკურია – ისინი უკრაინელთა წინააღმდეგ სიღრმეში ჩასულ რუსულ ნაწილებს ჩრდილოეთიდან უვლიან და ისე ცდილობენ გადაუკეტონ მომარაგება. ამასთან შეინიშნება უკრაინელთა პოზიციური ბრძოლები ჩუჰივის სამხრეთითაც. ამ გზის მეშვეობით უკრაინულ ნაწილებს შეუძლიათ რუსების მომარაგება კუპიანსკთან გადაჭრან. და მესამე მნიშვნელოვანი ადგილი ბალაკლიაა, რომლის ირგვლივაც უკრაინელებს ჯერ კიდევ არ აქვთ სრულმასშატაბიანი შემტევი პოზიცია დაკავებული, თუმცა შეტაკებებმა ამ მიმართულებითაც იმატა. ყველაზე საინტერესო მაინც სწორედ სტარი სალტივია, რომელიც რუსების ყველაზე დიდი ნაწილების ზურგიდან განადგურებისა და დონბასში ღრმად შეჭრის შანსს ქმნის.

(განახლებული რუკა კომენტარებში)

– რუსული კოლონები იბომბება დონეცკის რაიონში, სადაც მათ ჯავშანტრანსპორტიორების დიდი რაოდენობა შეიყვანეს. თავის მხრივ რუსული ავიაცია დღეს აქტიურად მუშაობდა მთელი დონეცკის ირგვლივ. იბომბებოდა როგორც სამოქალაქო ისე სამხედრო ობიექტები.

– ლუგანსკის რაიონში, სევეროდონეცკის ირგვლივ უკრაინელებმა კონტრშეტევა მოაწყეს და რუსებს მცირედით დაახევინეს უკან. ესაა უფრო პოზიციების გაუმჯობესების მცდელობა, ვიდრე მასშტაბური შეტევა, მაგრამ ქალაქს საფრთხე შედარებით შეუმცირდა. თუმცა მთავარი ესა არაა – რუსების სწრაფი წინსვლის მცდელობა ჩავარდნიალია და ქალაქის გარეუბნებიდან სიღრმეში შეღწევა სრულად აღკვეთილი. ეს კი რუსული ნაწილების გამოფიტვის პროცესს მხოლოდ დააჩქარებს.

– დაიბომბა რუსეთის, კურსკის რაიონის სასაზღვრო პოზიციები, სადაც რუსებს საცეცხლე წერტილები ჰქონდათ მოწყობილი. ეს ყველაფერი უკვე ჩვეულ მოვლენად იქცა.

– ჩრდილო-აღმოსავლეთით, სუმის რაიონში რუსებმა დივერსიული ჯგუფების შეყვანა სცადეს უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე. მესაზღვრე სამხედროებმა მათი განადგურება შეძლეს. დივერსიული ჯგუფების შეღწევის მცდელობა რუსებს ყველა მიმართულებიდან შეიძლება ჰქონდეს. ეს უკრაინელებს კარგად აქვთ გააზრებული და პრაქტიკულად მთელი სასაზღვრო პერიმეტრი კარგადაა გამაგრებული.

გაზიარება36

დაკავშირებული -პოსტები

ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

თებერვალი 16, 2026
40
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1985 წელს დაბადებული ე.გ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებული...

დაწვრილებითDetails

საგანგებო სიტუაციების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 16, 2026
519
მთავარი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მიმდინარე წლის 31 იანვარს თბილისში, მდინარე მტკვარში გაუჩინარებული პიროვნების ძებნა-შველის ღონისძიებების ფარგლებში 16 და 17 თებერვალს დაგეგმილია ორთაჭალჰესის ხიდიდან რუსთავის მიმართულებით მტკვრის კალაპოტში წყლის დონის...

დაწვრილებითDetails

16 თებერვლის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

თებერვალი 16, 2026
222
ამინდი

16 თებერვალს, საქართველოში მოსალოდნელია უჩვეულოდ თბილი და უმეტესად მზიანი ამინდი, ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურა +25 გრადუსამდეც აიწევს.   ყველაზე მაღალი მაჩვენებელი +25 გრადუსი ბათუმში დაფიქსირდება, ხოლო ყველაზე დაბალი ტემპერატურა +7 გუდაურში...

დაწვრილებითDetails

16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

თებერვალი 16, 2026
438
მთავარი

ვერძი დღეს ენერგიით სავსე იქნებით და ინიციატივის გამოჩენა მოგინდებათ. მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილებები არა ემოციებზე, არამედ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით მიიღოთ.   კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ - შესაძლებელია დაუგეგმავი ხარჯები. პირად ურთიერთობებში...

დაწვრილებითDetails

გორში მამაკაცი დაჭრეს – რა არის ამ დროისთვის ცნობილი

თებერვალი 15, 2026
190
მთავარი

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1989 წელს დაბადებული თ.ი. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.   უწყების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით...

დაწვრილებითDetails

“დამიკავშირდა არასრულწლოვანები (მშობლებიც), რომელთაც ფიზიკურად პირადად უსწორდებოდნენ გიგას საქმეზე ბრალდებულები” – ეკა კუპატაძე

თებერვალი 14, 2026
467
მთავარი

გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის თქმით, ის არასრულწლოვანები (მშობლებიც) დაუკავშირდნენ, ვისაც მისი შვილის საქმეზე დაკავებულები ფიზიკურად უსწორდებოდნენ . ეკა კუპატაძის თქმითვე, ექსპერტიზის პასუხების მიხედვით, გიგა ავალიანს, სასიკვდილო დაზიანება მიაყენეს მკვრივი, ბლაგვი...

დაწვრილებითDetails

“ევროინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის ისტორიული და კონსტიტუციური არჩევანია”- “გახარია საქართველოსთვის“

თებერვალი 14, 2026
10
მთავარი

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ უარს აცხადებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შეთავაზებაზე, მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ დებატებში. ამის შესახებ განცხადებას პარტია სოციალურ ქსელში ავრცელებს. მათი განმარტებით, ევროინტეგრაცია საქართველოს ისტორიული და კონსტიტუციური არჩევანია და...

დაწვრილებითDetails

დაკავებულია სამი არასრულწლოვანი, რომლებმაც ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან პროდუქცია და თანხა გაიტანეს

თებერვალი 14, 2026
395
მთავარი

სამართალდამცველებმა სამი არასრულწლოვანი დააკავეს,რომლებმაც „ნიკორა-ტრეიდის" ერთ-ერთი ფილიალიდან პროდუქცია და თანხა გაიტანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამივე არასრუწლოვანი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს...

დაწვრილებითDetails

აღმოაჩინეს ცილა, რომელმაც შეიძლება ტვინის დაბერება შეანელოს

თებერვალი 14, 2026
57
მთავარი

ჩვენი ტვინი დანარჩენ სხეულთან ერთად ბერდება და შედეგად, სულ უფრო ნაკლებ ტვინის ახალ უჯრედებს წარმოქმნის. ახლახან, მეცნიერებმა აღმოაჩინეს საკვანძო მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც შეიძლება შენელდეს ასაკთან დაკავშირებული ტიპური დაქვეითება ნეირონების წარმოებაში....

დაწვრილებითDetails

რა შემთხვევაში მოხდება სტუდენტთა გამონაკლისის სახით ჩარიცხვა უნივერსიტეტებში – მინისტრის განმარტება

თებერვალი 14, 2026
75
მთავარი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განმარტა, რა შემთხვევაში მოხდება უნივერსიტეტებში სტუდენტთა ჩარიცხვა გამონაკლისის სახით. მინისტრის თქმით, დადგენილ კვოტებზე დამატებით სტუდენტთა მიღება გამონაკლისის სახით შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში:...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».