უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 160 000 კვადრატულ კილომეტრს განაღმვა სჭირდება, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვიაჩესლავ შაპოვალოვმა განაცხადა.
“12 სექტემბრის მდგომარეობით, სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან დღემდე, 253 000-ზე მეტი ფეთქებადი ობიექტია გაუვნებელყოფილი, გასუფთავებულია 1 761 კმ სარკინიგზო ხაზი და 2 920 კმ გზა, 70 000 ჰექტარი ტერიტორია კი შემოწმებულია “, – განაცხადა შაპოვალოვმა.მისივე თქმით, რუსეთის ფედერაცია იყენებს როგორც მოძველებულ საბრძოლო მასალას, ასევე განადგურების ახალ მეთოდებს.
შაპოვალოვის ინფორმაციით, დეოკუპირებულ ტერიტორიებზე აღმოჩენილია დიდი ოდენობით თვითნაკეთი საბრძოლო მასალა და ნაღმის მახეები.










