4 შვილის დედა გურანდა თათეიშვილი დახმარებას ითხოვს. ქმრისა და ოჯახის მხრიდან ძალოდობის მსხვერპლი ახლა ქუთაისში ქირით ცხოვრობს (ქირის ფულს, 300 ლარს წყალტუბოს მერია უხდის), თუმცა მალე ღის ცის ქვეშ დარჩენის საფრთხე ემუქრება, რადგან 300 ლარად ის ბინას ვეღარ შოულობს. ბავშვები ამ ეტაპზე მინდობით აღზრდაში არიან, დედას კი იმის საშუალებაც არ აქვს მათთან ერთად ერთ ჭერ ქვეშ ღამე გაათენოს .
“დედა რომ წამიყვან იქ საწოლი გვექნება?”- ეკითხება ყველაზე პატარა.
გურანდა შშმ პირის სტატუსის მქონეა, ამასთან მძიმე დიაგნოზია აქვს, რის გამოც მუშაობა უჭირს და თავს უმეტესად ეკლესიის დახმარებით ირჩენს . მძიმე ტრავმის შემდეგ, რაც მეუღლის მხრიდან ძალოდობას და შვილის სიკვდილს უკავშირდება, არც მისი ფსოქოლოგიური მდგომარეობაა მდგრადი. ერთადერთი შვილების მომავალზე წუხილი და მათთან ყოფნის სურვილი მატებს ძალას ცხოვრება გააგრძელოს.










