15:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში, საარჩევნო უბნებზე 35 139 ამომრჩეველი მივიდა.
როგორც ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლარინა ლალიაშვილი განმარტავს, ეს რეგისტირებული ამომრჩევლის 22.98%-ია. გასულ თვითმმართველობის არჩევნებზე ამ დროისთის აქტივობა იყო 28%
მისივე თქმით, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და რამე შეფერხება არ ყოფილა.
რაც შეეხება დარღვევებს, ცესკოს ინფორმაციით დარღვევა არ დაფიქსირებულა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ქუთაისში 77 საარჩევნო უბანია გახსნილი. ქალაქში სულ 153 000-მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული.
არჩევნებში მონაწილეობს 12 პარტია, მათგან რვას აქვს ქუთაისში წარმოდგენილი პარტიული სიები, ხუთს მაჟორიტარობის 36 კანდიდატი და სამს მერობის კანდიდატები.
საქართველოში 8 ოპოზიციური გაერთიანება ადგილოვრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიციის დიდი ნაწილი და სამოქალაქო სექტორი ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვს, ამ მოთხოვნით 300 დღეზე მეტია საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება. მასშტაბური საპროტესტო აქციაა დღე დაგეგმილი თბილსიში, 16:00 საათიდან.