თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 წლის მოზარდის განზრახ მკვლელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რადგან არსებობს, ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხე.
საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 6 იანვარს ჩაინიშნა.
ცნობისთვის, 4 დეკემბერს სანზონაში 15 წლის მოზარდი მოკლეს.