LIVE TV
შაბათი, ივნისი 3, 2023
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები

+12
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავარი მთავარი

15 წლის მოზარდის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანია დააკავეს

დაპოსტა 2019/12/17-ში
გაზიარება

15 წლის მოზარდის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანია დაკავებული. ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსის ლონდა თოლორაიას მიერ დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

„გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება 15 წლის არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ჩვენების მიცემის იძულების ფაქტს. მიმდინარე წლის 12 დეკემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მომართა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატმა, რომელიც მიუთითებდა პოლიციის განყოფილებაში 15 წლის არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს. 2019 წლის 13 დეკემბერს, გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებული 15 წლის არასრულწლოვნის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის სისხლის სამართლის საქმე, გამოსაძიებლად გადმოეცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

გამოძიების დაწყების დღიდან დღემდე, ფაქტობრივად ხუთ დღეში, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო მოქმედება, ინტენსიურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა საგამოძიებო პროცესი – კერძოდ, დაიკითხა 70 მოწმე: არასრულწლოვნის კლასელები, მეგობრები და მათი მშობლები, მეზობლები, სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და უსაფრთხოების მენეჯერები, შემთხვევის ადგილზე მყოფი პირები, პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვანთან ერთად მყოფი პირები, პოლიციის თანამშრომლები და ყველა ის პირი, რომლებსაც შესაძლოა ჰქონოდათ თუნდაც მინიმალური ინფორმაცია საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და დამდგარი შედეგების გამომწვევი მიზეზების შესახებ. გამოძიებამ ამოიღო და დაათვალიერა არასრულწლოვნის მობილური ტელეფონი და პერსონალური კომპიუტერი, გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია არასრულწლოვნის მობილური ტელეფონის ნომერზე განხორციელებული სატელეფონო ზარების შესახებ, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და გამოძიებისთვის საჭირო სხვა ადგილები, დათვალიერდა სკოლაში, შესაბამის პოლიციის განყოფილებაში განთავსებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერები, ასევე ყველა ის ვიდეო-ჩანაწერი, რომელზეც შესაძლოა ასახული ყოფილიყო არასრულწლოვნის გადაადგილება.

ვინაიდან მოწმეთა ნაწილი არიან არასრულწლოვნები და საქმე თავისი შინაარსით განსაკუთრებით სენსიტიურია, არასრულწლოვანთა ინტერესების გათვალისწინებით, საქმეში ჩართულია არასრულწლოვანთა ფსიქოლოგი და არასრულწლოვნებთან ყველა საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობს ფსიქოლოგის მონაწილეობით.

ჩატარებული გამოძიების შედეგად, 2019 წლის 17 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ დაკავებული იქნა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მ.ჩ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.

სისხლის სამართლის საქმის მასალები ბრალდების წარდგენის მიზნით და შემდგომი კვალიფიკაციის განსაზღვრისთვის გადაეგზავნა საქართველოს გენერალურ პროკურატურას. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. დანიშნულია ექსპერტიზები, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა და გამოძიების შემდგომი პროცესის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდება დამატებით.

საზოგადოებას მოგიწოდებთ, ვინაიდან საქმე ეხება არასრულწლოვნების ინტერესებს და გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება, საკითხს მოეკიდოთ განსაკუთრებული სიფრთხილით“, – განაცხადა თოლორაიამ.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გაზიარება43

დაკავშირებული -პოსტები

ავარია წყალტუბოში | ძმები კომაში არიან

ივნისი 3, 2023
686
მთავარი

უმძიმესი ავარია მოხდა წყალტუბოში. დაშავებულია 2 არასრულწლოვანი.ინფორმაცია “ნიუპრესი”ავრცელებს არსებული ინფორმაციით, 14 და 2 წლის ძმები ამ დრომდე კომაში არიან. ბავშვები ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში არიან მოთავსებულები.

დაწვრილებით

დაღუპულია ქალი,ხარკოვის რეგიონში ნაღმზე მანქანა აფეთქდა

ივნისი 2, 2023
20
მთავარი

ხარკოვში, დანაღმულ ტერიტორიაზე მანქანა აფეთქდა, მანქანაში 37 წლის ქალი სამ მოზარდთან ერთად იმყოფებოდა.ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო 12 და 15 წლის გოგონები და 12 წლის ბიჭი...

დაწვრილებით

შებეკინოში სამრეწველო საწარმოში ხანძარი გაჩნდა

ივნისი 2, 2023
10
მთავარი

ბელგოროდის ქალაქ შებეკინოში სამრეწველო საწარმოში ხანძარი გაჩნდა - რეგიონის ხელმძღვანელი, ვიაჩესლავ გლადკოვი ამტკიცებს რომ ხანძარი "უკრაინის ჯარების მიერ დაბომბვის შემდეგ" გაჩნდა. შებეკინოში ერთ-ერთ სამრეწველო საწარმოს ცეცხლი გაუჩნდა ჭურვის დარტყმის შედეგად. ადგილზე...

დაწვრილებით

3 ბიჭი მხოლოდ იმიტომ დაიჭირეს ,რომ პარლამენტის წინ იდგნენ და ხელში ბანერი ეჭირათ წარწერით “ირაყლი”-ბაია პატარაია

ივნისი 2, 2023
17
მთავარი

"დღეს სამი ბიჭი მხოლოდ იმიტომ დაიჭირეს, რომ პარლამენტის წინ იდგნენ და ხელში ბანერი ეკავათ წარწერით “ირაყლი”. სწორედ ამიტომ იგივე წარწერით უფლებადამცველები შევიკრიბეთ. ჩვენ აშკარად არ გვიჭერენ, ვდგავართ უკვე ნახევარი საათია...

დაწვრილებით

ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

ივნისი 2, 2023
81
მთავარი

ქობულეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამართალდამცავებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს. საუბარია 20 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობაზე, რომელიც  ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვში 18 მაისს მოხდა. დაკავებულია 49 წლის გიორგი ბაჟუნაიშვილი, რომელიც სავარაუდო...

დაწვრილებით

ბორჯომელი ახალგაზრდა 10 დღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს

ივნისი 2, 2023
109
მთავარი

ბორჯომელი ახალგაზრდა 10–დღიანი ძებნის შემდეგ, სოფელ გომთან, გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, წყლიდან გამორიყული ცხედარი სავარაუდოდ მწყემსმა ნახა. ვახო მეტრეველს მაშველები 22 მაისიდან ეძებდნენ, სწორედ ამ დღეს, გამთენიისას საკუთარ სახლში გარდაიცვალა...

დაწვრილებით

კულტურის მინისტრს მოვუწოდებ უარი თქვას ჩემს პიროვნულ დევნაზე-გაგა ჩხეიძე

ივნისი 2, 2023
26
მთავარი

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ბრალდებებს ყოფილი ხელმძღვანელი გაგა ჩხეიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა "იძულებული ვარ, გამოვეხმაურო ეროვნული კინოცენტრის დღევანდელ განცხადებას, რომელიც მის ფბ-გვერდზე გამოქვეყნდა: - პრეს-რელიზი "გოეთეს მედლით" ჩემი დაჯილდოვების თაობაზე, რომელიც...

დაწვრილებით

რამაზ ზოიძემ ბიშკეკის ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა

ივნისი 2, 2023
18
მთავარი

რამაზ ზოიძემ მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ირანელი მოჰამედრეზა გერეაი აშკარა უპირატესობით, ვადაზე ადრე, დაამარცხა და ბიშკეკის ტურნირის გამარჯვებული გახდა.

დაწვრილებით

გაბი აუტისტია,აქვს საშინელი ტკივილები-ნინო ორდენიძე

ივნისი 2, 2023
38
მთავარი

ევროპული საქართველოს წევრი, ნინო ორდენიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვზე წერს, რომელსაც მისი თქმით, საშინელი ტკივილები აქვს, დედამისი ჯანდაცვის სამინისტროსგან კონსილიუმის მოწვევას ითხოვს, თუმცა უწყება მას არ პასუხს არ სცემს. ნინო...

დაწვრილებით

როგორ აგვარებს ვანის მერია მიუსაფარი ცხოველების საკითხს

ივნისი 2, 2023
38
მთავარი

დაწვრილებით
მეტის ნახვა
მთავარი

ეს ამბავი შემაშფოთებელია-ბორელი

დეკემბერი 12, 2022
37
მთავარი

სპეცოპრაცია იტალიაში- დაკავებულთა შორის არიან პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და კრიმინალები

სექტემბერი 1, 2022
65
მთავარი

კორონავირუსს ახალგაზრდა და-ძმის სიცოცხლე ემსხვერპლა

აგვისტო 19, 2021
148





+12











.

No Result
View All Result

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!