უკრაინის ვიცე-პრემიერი, ოლგა სტეფანიშინა აცხადებს, რომ უკრაინის დაახლოებით 1,5 მილიონი მოქალაქე, რომელთა უმეტესობა ქალი და ბავშვია, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რჩება და სახლში დაბრუნების საშუალება არ აქვს. მისივე თქმით, ამ ადამიანებთან ახლობლებსაც კი ვერ აქვთ კომუნიკაცია.
„დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ყველა არსებული საერთაშორისო ინსტრუმენტი ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად და გავაორმაგოთ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა უკრაინის მოქალაქეების ძალადობრივი ექსპლუატაციის თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.