“15 და 17 ნოემბერს ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო პროცესები გაიმართებ. ლაზარე ხელისუფლების შურისძიების სამიზნეა და ჩვენ შეგვიძლია, რომ მას ჩვენი მხარდაჭერა სასამართლოს დარბაზში გავაგონოთ. ლაზარე გრიგორიადისი არის იმედისა და გამძლეობის მაგალითი, რომელიც განასახიერებს ჩვენი ქვეყნის სწრაფვას ევროპული მომავლისკენ. მისი ბრძოლა საქართველოს მოქალაქეების კოლექტიური შეუპოვრობის სიმბოლოა. ყველა იმ ადამიანისა, რომელიც მტკიცედ იბრძოდა და იბრძვის საქართველოში რუსული გავლენის წინააღმდეგ, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ამ გზაზე მიღწეული ნებისმიერი წარმატება საქართველოს მოქალაქეების ბრძოლის შედეგია. ეს ბრძოლა არასდროს იყო მარტივი და ყოველ გამარჯვებას საკუთარი ფასი ჰქონდა. ჩვენ ერთად ვქმნით მომავალს, რომელიც პატივს სცემს თითოელი მოქალაქის გაღებულ ძალისხმევასა და მსხვერპლს. მხარი დავუჭიროთ ლაზარეს 15 და 17 ნოემბერს, საქალაქო სასამართლოში” | ვკითხულობთ მოძრაობა “სირცხვილიას” განცხადებაში
ვაჟა სირაძემ თანამდებობა დატოვა
ვაჟა სირაძემ თანამდებობა დატოვა - საპატრულო პოლიციის ახალი უფროსი ლევან მაისურაძეა არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ თანამდებობა დატოვა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალ დირექტორად...