ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრების განხილვა დასრულდა. მოსამართლეთა კოლეგიას გადაწყვეტილება არ გამოუცხადებია. მათი განმარტებით, გადაწყვეტილების გამოცხადების შესახებ მხარეებს შეატყობინებენ.
სხდომის დაწყებისას “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” წარმომადგენელმა ლელა მოწონელიძემ მოსამართლე შოთა სირაძის აცილება მოითხოვა, რადგან ის წარსულში თანამდებობას იკავებდა ხობის საკრებულოში, მისი შვილი კი ამ დროისთვის თანამდებობის პირია.
ორგანიზაციის შუამდგომლობის საფუძველზე კოლეგიამ მოსამართლე შოთა სირაძის გარეშე ითათბირა და აცილების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც მოსამართლე დარბაზში დაბრუნდა.
არასამთავრობო ორგანიზაციები იმერეთის და აჭარის რამდენიმე ოლქში უბნების ბათილობას და საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების პასუხისმგებლობას მოითხოვდა.