14 წლის ჭიათურელი მოკრივე, დავით ჯაფარიძე თავისი წონით კატეგორიაში კრივში ევროპის ჩემპიონი გახდა.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ქალაქის ცენტრში ახალგაზრდა წარმატებული სპორტსმენის, დავით ჯაფარიძის ბანერი განთავსდა. მერია მას 2200 ლარის ფულად ჯილდოს გადასცემს, მის მწვრთნელს კი 1000 ლარით დააჯილდოვებს.
დავით ჯაფარიძე ჭიათურის მე-5 საჯარო და 27-ე სპორტული სკოლის აღსაზრდელია.