რამდენიმე დღის წინ ტრაგედია დატრიალდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში.
დენის დარტყმის შედეგად 14 წლის ბიჭი გარდაიცვალა.
როგორც ირკვევა, ბიჭი მატარებლის ვაგონზე ფოტოს გადასაღებად აძვრა, რა დროსაც ელექტროტრამვა მიიღო.
“გარდაცვალების მიზეზი არის მაღალი ძაბვა, მატარებლის ვაგონზე აძვრა ზემოთ და თავის მეგობრებს სთხოვა სურათი გადაეღოთ მისთვის. ხელები მაღლა ასწია რა წამსაც მიიზიდა დენმა” – უყვებიან “გურია ნიუსს” ბავშვის ახლობლები.
ინფორმაციას GURIA NEWS ავრცელებს.