LIVE TV
პარასკევი, ოქტომბერი 17, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

14 ნოემბერს ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა დაიწყო

დაპოსტა 2024/11/14-ში
32
ნახვა
გაზიარება

14 ნოემბერს ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა დაიწყო, რომელიც ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ტარდება. მონაცემთა შეგროვების პროცესი 19 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, აღწერა ორ ეტაპად ჩატარდება, რომელიც პირველ ეტაპზე ელექტრონულ თვითრეგისტრაციის და შემდეგ კარდაკარის პრინციპით მონაცემების შეგროვებას გულისხმობს.

„პირველ ეტაპზე, 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში მონაცემები შეგროვდება თვითრეგისტრაციის მეთოდით (CAWI). თვითრეგისტრაციის დროს რესპონდენტები დამოუკიდებლად, ინტერვიუერების გარეშე, კომპიუტერის/პლანშეტის/სმარტფონის მეშვეობით, სტანდარტული ინტერნეტ ბრაუზერის გამოყენებით, ელექტრონულად ავსებენ კითხვარებს მათთვის სასურველ დროსა და ადგილზე. აღნიშნული მეთოდი ხელსაყრელია იმ რესპონდენტებისთვის, რომელთაც არ სურთ ინტერვიუერის სახლში სტუმრობა ან/და არ აქვთ საკმარისი დრო პირისპირ ინტერვიუსთვის.

ელექტრონული კითხვარის შესავსებად მსურველებმა უნდა გაიარონ მარტივი რეგისტრაცია საქსტატის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-პლატფორმაზე, რომელიც განთავსებულია საქსტატის ვებ-გვერდზე https://census2024.geostat.ge/ka. ელექტრონული კითხვარის შევსების შემდეგ რესპონდენტები მიიღებენ სპეციალურ კოდს, რომელიც უნდა წარუდგინონ მათთან მისულ საქსტატის ინტერვიუერს.

მეორე ეტაპზე, 29 ნოემბრიდან – 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, მონაცემები შეგროვდება საქსტატის 12 000-მდე ინტერვიუერის მიერ, კარდაკარის პრინციპით, პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით.

მოსახლეობის აღწერასთან ერთან ჩატარდება სასოფლო-სამეურნეო აღწერაც. სოციალური და დემოგრაფიული სახის მონაცემებთან ერთად, სპეციალური კითხვარის მეშვეობით, შეგროვდება ინფორმაცია ოჯახების სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის, ოჯახების სარგებლობაში არსებული მიწის სტრუქტურის, პირუტყვისა და ფრინველის სულადობის შესახებ, ასევე სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მუნიციპალიტეტების, ტერიტორიული ერთეულების და სოფლების დონეზე.

საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე (რომლებიც საქართველოში დარჩენას გეგმავენ 12 თვეზე მეტხანს) და მოქალაქეობის არმქონე პირი (რომლებიც საქართველოში დარჩენას გეგმავენ 12 თვეზე მეტხანს) ვალდებულია გაიაროს აღწერა.

,,ოფიციალური სტატისტიკის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე და 35-ე მუხლების შესაბამისად ინდივიდუალური მონაცემები კონფიდენციალურია და არ ექვემდებარება გამჟღავნებას. რესპონდენტის შესახებ ინდივიდუალური მონაცემები ინახება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

აღწერის შედეგად მიღებული იქნება უახლესი ინფორმაცია მოსახლეობის რიცხოვნობის, მათი სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, საარსებო წყაროებისა და საცხოვრისების შესახებ. ასევე სასოფლო–სამეურნეო კომპონენტის მეშვეობით, შეგროვდება მონაცემები შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტივობის შესახებ.

აღწერის წინასწარი შედეგები ქვეყნდება 2025 წლის ივნისში, ხოლო საბოლოო – 2026 წლის ივნისის თვეში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება13

დაკავშირებული -პოსტები

რამდენიც ჩადიოდა ძალადობას და რამდენიც მონაწილეობდა ძალადობრივად დამხობის მცდელობაში, ყველა იქნება დაკავებული – ირაკლი კობახიძე 4 ოქტომბრის მოვლენებზე

ოქტომბერი 17, 2025
4
მთავარი

კანონი აღსრულდება თითოეული სამართალდამრღვევის მიმართ. რამდენიც იქნება დასაკავებელი, იმდენი იქნება დაკავებული. რამდენიც ჩადიოდა ძალადობას იმ დღეს, რამდენიც მონაწილეობდა ძალადობრივად დამხობის მცდელობაში, ყველა იქნება დაკავებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა. მისივე...

დაწვრილებითDetails

ფოთლების დაწვა სახიფათო და დასჯადია

ოქტომბერი 17, 2025
6
მთავარი

შემოდგომაზე, საკარმიდამო ეზოს დასუფთავების დროს ფოთლების დაწვა,  არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, დღემდე რჩება მავნე პრაქტიკად. ფოთლების წვის დროს გამოყოფილი კვამლი შეიცავს მომწამვლელ ნივთიერებას, რომელიც არა მხოლოდ გარემოს აყენებს ზიანს, არამედ საფრთხეს...

დაწვრილებითDetails

რაც შეეხება უცხოეთში სწავლის გაგრძელების სურვილს, ჩვენი ამოცანაა, ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს მაღალი დონის განათლება – ირაკლი კობახიძე

ოქტომბერი 17, 2025
13
მთავარი

თუ 11 წელი არის სასწავლო პროგრამის გასავლელად საკმარისი, უნდა შემოვიფარგლოთ 11 წლით. თუ 11 წელი საკმარისია, სხვა რამის გამო არ შეიძლება დავამატოთ მეთორმეტე წელი,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას იმასთან...

დაწვრილებითDetails

საქართველოში 400-ზე მეტი პარტიაა რეგისტრირებული, ჩვენი ამოცანაა ერთადერთი პოლიტიკური ძალის არაკონსტიტუციურად გამოცხადება – ეს არის „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ – ირაკლი კობახიძე

ოქტომბერი 17, 2025
6
მთავარი

საქართველოში 400-ზე მეტი პოლიტიკური პარტიაა რეგისტრირებული. რაც შეეხება ჩვენს ამოცანას, ჩვენი ამოცანაა ერთადერთი პოლიტიკური ძალის არაკონსტიტუციურად გამოცხადება - ეს არის „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობასთან...

დაწვრილებითDetails

4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს

ოქტომბერი 17, 2025
1
მთავარი

სამართალდამცავებმა 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კიდევ რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან, მარიამ მეყანწიშვილი, სიმონ მახარაძე, დავით ღურწკაია და გიორგი ტალახაძე. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დროისთვის, აქტივისტების...

დაწვრილებითDetails

შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებულით გამკაცრებული კანონი უკვე ძალაშია

ოქტომბერი 17, 2025
2
მთავარი

მიხეილ ყაველაშვილმა "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა" და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებს, რითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები მკაცრდება ხელი მოაწერა. ხელმოწერილი დოკუმენტი საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა, რომელიც 16 ოქტომბრით თარიღდება. კანონები გამოქვეყნებისთანავე ძალაშია....

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, თბილისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავეს

ოქტომბერი 17, 2025
40
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სხვადასხვა სამედიცინო...

დაწვრილებითDetails

17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ოქტომბერი 17, 2025
396
მთავარი

ვერძი მხოლოდ კარგად და გულმოდგინედ მოფიქრებული სამოქმედო გეგმით შეძლებთ დროულად და ხარისხიანად შეასრულოთ დაკისრებული ამოცანა, შეეცადეთ, არ გაანაწყენოთ ირგვლივ მყოფნი თქვენი დაუფიქრებელი ფრაზებით. კურო ყველა სირთულესა თუ პრობლემას იუმორით მიუდექით,...

დაწვრილებითDetails

სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ქუთაისიდან თბილისში გადაიტანეს

ოქტომბერი 16, 2025
138
??????????????????????
მთავარი

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა  ქუთაისიდან თბილისში გადაიტანეს. აღნიშნული სასწავლებელი ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე 20 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა. 2005 წლის 10 ივნისს საქართველოს პრეზიდენტის №476 ბრძანებულებით შეიქმნა სსიპ ზურაბ ჟვანიას...

დაწვრილებითDetails

“ოცნებამ” მესამე მოსმენით მიიღო კანონი რომელიც პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს

ოქტომბერი 16, 2025
63
მთავარი

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 81 ხმით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება, აიკრძალოს: კონკრეტული პირების მიერ პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პარტიის წევრობა და მისი ხელმძღვანელობა,...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».