14 წლის გოგონა, რომელიც ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა. ამის შესახებ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ აცხადებენ
მათი ცნობით ბავშვის მდგომარეობა მძიმე იყო.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან 14 წლის მოზარდი გადმოვარდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.