ვერძი
ელოდეთ მცირეოდენ ფინანსურ შემოდინებას. კარგი იქნება ფულის ეკონომია და ხარჯების შემცირება.
კურო
კარგად და შედეგიანად ჩაივლის საქმიანი შეხვედრები, ერიდეთ ავანტიურულ წინადადებებს.
ტყუპები
საინტერესო და სასარგებლო შეხვედრები სამსახურებრივ წინსვლას გპირდებათ. მთავარია, გააანალიზოთ ყველა წვრილმანი და აკონტროლოთ ემოციები.
კირჩხიბი
წარმატებას ელოდეთ პროფესიულ სფეროში, მაგრამ აუცილებლად იყავით ყურადღებით და გაითვალისწინეთ ყოველი წვრილმანი.
ლომი
არის გაუთვალისწინებელი ფულადი დანახარჯების ალბათობა, იყავით ფრთხილი და მოზომილად იმოქმედეთ.
ქალწული
საქმე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ აუცილებლად გამონახეთ დრო პირადი ურთიერთობებისათვის.
სასწორი
დღეს, თქვენი გამჭრიახობის წყალობით, შანსი გაქვთ, მოაგვაროთ ფინანსური პრობლემები.
მორიელი
ელოდეთ მნიშვნელოვან შეკვეთას, ან მომგებიან პროექტში მონაწილეობის შემოთავაზებას. პოზიტიური დღეა, მორიელთა უმრავლესობისთვის.
მშვილდოსანი
დადებული ხელშეკრულებები და საქმიანი კავშირები წარმატების მომტანი იქნება. წარმატებული დღეა და შეეცადეთ, მიიღოთ მაქსიმუმი.
თხის რქა
სანამ შემოთავაზებულ წინადადებას მიიღებთ, კარგად გაარკვიეთ, რას მოგიტანთ რეალურად ეს საქმე.
მერწყული
თქვენი კრიტიკული განწყობა და ზედმეტად მკაცრი, უხეში მიდგომა ართულებს თანამოაზრეებისა თუ სპონსორების მოძიებას. მაქსიმალურად გააკონტროლეთ ემოციები.
თევზები
არის ალბათობა, მიიღოთ მოულოდნელი ფული, შესაძლოა, მოიგოთ ლატარიაში, ან მიიღოთ დამატებითი ხელფასი, ან რაიმე მნიშვნელოვანის შეძენისას დიდი ფასდაკლება გაგიკეთონ.