LIVE TV
ორშაბათი, თებერვალი 16, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

12 მაისის შეჯამება უკრაინაში:

დაპოსტა 2022/05/13-ში
82
ნახვა
გაზიარება

გიორგი კობერიძე

12 მაისის შეჯამება უკრაინაში:

– რუსებს სპეცრაზმი ჰყავთ შეყვანილი მარიუპოლში აზოვსტალის ასაღებად. მათ შორის გრუ-ს ძალებიც. მიუხედავად ამისა დღეს “აზოვი” გამოვიდა ბუნკერებიდან და კონტრშეტევაზე გადავიდა. აზოვსტალის ქარხანასთან შესასვლელში არსებული ტერიტორია, რომელიც რუსებს უკვე ათი დღეა უკავიათ უკრაინელებმა გაათავისუფლეს. ეს ოპერაცია ოდნავ ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს მარიუპოლის მცველებს.

(საბრძოლო ოპერაციის ვიდეო კომენტარებში);

– ლუგანსკის რაიონში ძალიან მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს ქალაქი სევეროდონეცკის დასაკავებლად. დასახლების შესასვლელში აღმოსავლეთიდან რუსული სატანკო ნაწილები განადგურდნენ. მათ ქალაქში შესვლა ვერ მოახერხეს. ახლა, რუსების ძალიან დიდი რაოდენობაა ამ მიმართულებით თავმოყრილი და უკრაინელ მცველთა ამოცანაა მათი რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნონ ქალაქი და გამოფიტონ რუსები. ამ პროცესში შესაძლოა ქალაქის შენარჩუნება ვერც კი მოხერხდეს, მაგრამ ამ რაოდენობის რუსული სამხედრო ნაწილების შეწირვა სევეროდონეცკისათვის რუსულ შემტევ პოტენციალს პრაქტიკულად გააქრობს. უკრაინელების უკან კი კიდევ ერთი დიდი ქალაქი – ლისიჩანსკი იქნება. თუმცა ჯერ ნაადრევია ამაზე საუბარი, რადგან რუსებმა დიდი დანაკარგები მიიღეს და ქალაქის ვერცერთ რაიონში ვერ შეძლეს შეღწევა. (ფოტო კომენტარებში)

– სევეროდონეცკის თავზე არსებული ქალაქი რუბეჟნოე უკრაინელებმა დატოვეს. უკან დახევისას ხიდები და გზები ააფეთქეს. რუბეჟნოემ 30 დღიან შეტევას გაუძლო და ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე სახლსა და ინდუსტრიულ შენობებს ინარჩუნებდნენ უკრაინელები. ახლა, როდესაც მათი ალყაში მოქცევის საფრთხე შეიქმნა უკრაინელებმა უკუქცევა ამჯობინეს უშუალოდ სევეროდონეცკის მიმართულებით. ამაში კატასტროფა არაფერია. რუსეთის არმიის წინსვლა ამხელა დაწოლის და ათასობით სამხედროს შეწირვის შემდეგ მოსალოდნელი იყო. უკრაინელები კი თავიან სამხედროებს უფრთხილდებიან და სამხედრო თვალსაზრისით დაცემული ქალაქისათვის სიკვდილს მათ უკან გადასროლას ამჯობინებენ.

– ლუგანსკის დონეცკისა და ხარკივის რაიონის საზღვარზე, მდინარე სევერსკი დონეცზე გადასავლელი კიდევ ერთი რუსული სამხედრო (პონტონური) ხიდი ააფეთქეს უკრაინელებმა, რასაც დიდი რაოდენობით მსხვერპლი მოჰყვა და რუსების შეტევის ნაწილი ამ მიმართულებით ჩავარდა. (ფოტო კომენტარებში) ვინც სანაპიროს იმ მხარეს გადასვლა მოასწრო, სადაც უკრაინელები იყვნენ სრულად განადგურდნენ.

– ხარკივის შემოგარენი კვლავ უკრაინული წარმატების ამბებს გვამცნობს: დღეს უკრაინელებმა ორი რუსული სამხედრო კოლონის განადგურება შეძლეს. ერთი, შედარებით დიდი კოლონა ხარკივთან ჩრდილო-დასავლეთით გადაადგილდებოდა თავისი ამუნიციითა და სამხედროებით. მისი მიზანი დარჩენილი ნაწილების გამაგრება იყო. უკრაინელებმა მასზე თავდასხმა და სრულად მოსპობა შეძლეს. მეორე კოლონა კი უკუქცეული რუსი სამხედროებისა იყო, რომლებიც რუსეთში გადასვლას ლამობდნენ. უკრაინელებმა მისი განადგურებაც შეძლეს, გადარჩენილი სამხედროები კი ტყვედ ჩაცვივდნენ. (ვიდეო კომენტარებში) ზოგადად, რუსი ტყვეების რაოდენობა ხარკივში რეკორდულია.

ამასთან, უკრაინელებმა რუსების ყველა ძირითადი პოზიცია ხარკივის შემოგარენში გაანადგურეს და უმეტესი მიმართულებით რუსეთ-უკრაინის საზღვრამდე გავიდნენ. (ვიდეო კომენტარებში)

– უკრაინელებმა კიდევ ერთი რუსული სატვირთო-სადესანტო ხომალდი გაანადგურეს კუნძულ ზმეინთან. ის ზღვაშივე ჩაიძირა. რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ნელ-ნელა გამოიფიტა.

– დონეცკში უკრაინელებმა რუსული გრუ-ს პოლკოვნიკი მოკლეს. რეალურად მისი წონა რეგულარული არმიის გენერალს უტოლდება.

– მობილური კავშირებით – Sim-ებით – დგინდება თუ დაახლოებით სად რამდენი რუსი სამხედროა თავმოყრილი უკრაინაში. როგორც მოსალოდნელი იყო ყველაზე დიდი რაოდენობით რუსული ნაწილების შეჯგუფება შეინიშნება იზიუმის ჩრდილო-დასავლეთით, ხარკივისა და ლუგანსკის რაიონთან. ამ ტერიტორიის გაწმენდა უკრაინისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მთელი შემტევი რესურსები რუსეთიდან სწორედ ამ მიმართულებით მიედინება, რომელიც ქალაქ სევეროდონეცკთან და იზიუმთან იყრიან თავს.

– უკრაინელებმა აქტიურად დაიწყეს ბრიტანული წარმოშობის “ბრიმსტოუნის” ტიპის რაკეტების გამოყენება. მისი გასროლის შემდეგ რაკეტა თავად იწყებს სამიზნის პოვნას და ანადგურებს მას. დიდი რაოდენობით მისი გამოყენება რუსეთის არმიის პოტენციალს დაასუსტებს.

– უკრაინელები ამზადებენ თავიანთ მობილიზებულ სამხედროებს და როდესაც ნელ-ნელა აღმოსავლეთით მოხდება ახალი ძალის გადასროლა ეს რუსების მდგომარეობას აშკარად გაურთულებს.

– ბრიტანელები აცხადებენ, რომ რუსეთი ამ ომში აუცილებლად დათმობს იმაზე მეტს, ვიდრე ომამდე ჰქონდა მას, ხოლო ისინი არ აპირებენ უკრაინის რაიმე ფორმით მიტოვებას და იარაღის მიწოდება ინტენსიურად გაგრძელდება. მეტიც, ოფიციალურ ლონდონს რთულად წარმოუდგენია თუ რა სახის მოლაპარაკებაზე უნდა წავიდეს მსოფლიო იმ რეჟიმთან, რომელიც მიზანმიმართულებით ცდილობს ერისა და სახელმწიფოს გაქრობას და ოცდამეერთე საუკუნის მსოფლიო წესრიგის რღვევას.

გაზიარება33

დაკავშირებული -პოსტები

გორში მამაკაცი დაჭრეს – რა არის ამ დროისთვის ცნობილი

თებერვალი 15, 2026
185
მთავარი

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1989 წელს დაბადებული თ.ი. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.   უწყების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით...

დაწვრილებითDetails

“დამიკავშირდა არასრულწლოვანები (მშობლებიც), რომელთაც ფიზიკურად პირადად უსწორდებოდნენ გიგას საქმეზე ბრალდებულები” – ეკა კუპატაძე

თებერვალი 14, 2026
444
მთავარი

გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის თქმით, ის არასრულწლოვანები (მშობლებიც) დაუკავშირდნენ, ვისაც მისი შვილის საქმეზე დაკავებულები ფიზიკურად უსწორდებოდნენ . ეკა კუპატაძის თქმითვე, ექსპერტიზის პასუხების მიხედვით, გიგა ავალიანს, სასიკვდილო დაზიანება მიაყენეს მკვრივი, ბლაგვი...

დაწვრილებითDetails

“ევროინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის ისტორიული და კონსტიტუციური არჩევანია”- “გახარია საქართველოსთვის“

თებერვალი 14, 2026
8
მთავარი

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ უარს აცხადებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შეთავაზებაზე, მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ დებატებში. ამის შესახებ განცხადებას პარტია სოციალურ ქსელში ავრცელებს. მათი განმარტებით, ევროინტეგრაცია საქართველოს ისტორიული და კონსტიტუციური არჩევანია და...

დაწვრილებითDetails

დაკავებულია სამი არასრულწლოვანი, რომლებმაც ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან პროდუქცია და თანხა გაიტანეს

თებერვალი 14, 2026
383
მთავარი

სამართალდამცველებმა სამი არასრულწლოვანი დააკავეს,რომლებმაც „ნიკორა-ტრეიდის" ერთ-ერთი ფილიალიდან პროდუქცია და თანხა გაიტანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამივე არასრუწლოვანი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს...

დაწვრილებითDetails

აღმოაჩინეს ცილა, რომელმაც შეიძლება ტვინის დაბერება შეანელოს

თებერვალი 14, 2026
51
მთავარი

ჩვენი ტვინი დანარჩენ სხეულთან ერთად ბერდება და შედეგად, სულ უფრო ნაკლებ ტვინის ახალ უჯრედებს წარმოქმნის. ახლახან, მეცნიერებმა აღმოაჩინეს საკვანძო მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც შეიძლება შენელდეს ასაკთან დაკავშირებული ტიპური დაქვეითება ნეირონების წარმოებაში....

დაწვრილებითDetails

რა შემთხვევაში მოხდება სტუდენტთა გამონაკლისის სახით ჩარიცხვა უნივერსიტეტებში – მინისტრის განმარტება

თებერვალი 14, 2026
71
მთავარი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განმარტა, რა შემთხვევაში მოხდება უნივერსიტეტებში სტუდენტთა ჩარიცხვა გამონაკლისის სახით. მინისტრის თქმით, დადგენილ კვოტებზე დამატებით სტუდენტთა მიღება გამონაკლისის სახით შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში:...

დაწვრილებითDetails

17 თებერვალს მზის დაბნელებაა – რა უნდა იცოდეთ ზოდიაქოს ნიშნებმა

თებერვალი 14, 2026
165
მთავარი

2026 წლის 17 თებერვალს მზის დაბნელებაა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, აღნიშნულ დღეს იმდენად ძლიერი ენერგია აქვს, რომ თითოეულ ადამიანზე მნიშვნელოვან გავლებას მოახდენს. ტრანსფორმაციის ეტაპი იწყება, რომელიც გვაიძულებს, მოძველებულ ურთიერთობებსა და კავშირებს...

დაწვრილებითDetails

რეგულაცია, რომელიც მარტიდან ამოქმედდება – დეტალები

თებერვალი 14, 2026
65
მთავარი

2026 წლის 1-ელი მარტიდან საქართველოში უცხოელთა დასაქმების წესი იცვლება. შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებები მთავრობამ გასული წლის ივნისში მიიღო. ცვლილებების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში დასასაქმებლად დასჭირდება: გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება; D1-კატეგორიის...

დაწვრილებითDetails

„გააკეთეთ ეს, 17 თებერვლიდან, ყოველ დილით…“ – ეზოტერიკოსის რჩევა

თებერვალი 14, 2026
103
მთავარი

ეზოტერიკოსი და მინეროლოგი თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გვასწავლის რიტუალს, რომელიც 17 თებერვლიდან ყოველ დილით უნდა გავაკეთოთ. „გააკეთეთ ეს 17 თებერვლიდან ყოველ დილით... დილის მაგია: ვმუხტავთ ჩაის წარმატებაზე.⠀...

დაწვრილებითDetails

რა საფრთხე ინახება სანელებლებში – სურსათის უვნებლობის სპეციალისტის გაფრთხილება

თებერვალი 14, 2026
48
მთავარი

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული, საკუთარ ტიკ-ტოკ გვერდზე საუბრობს, როგორ შევინახოთ სუნელები ისე, რომ ჩვენი ჯანმრთელობისათვის საზიანო არ აღმოჩნდეს: თუ ჩვენ ისეთი შეფუთვით გვაქვს სუნელები, რომელიც მის ხანგრძლივ შენახვას უზრუნველყოფს,...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».