ლუგანსკის ოლქში, სევეროდონეცკში, ოკუპანტების მიერ დაბომბვის შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა – ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ავრცელებს.
“ორკებმა დილიდან დაიწყეს რეგიონული ცენტრის მძიმე იარაღით ქაოტური დაბომბვა. დაბომბვა დღესაც გრძელდება.
უმეტესწილად მიმდინარეობს მიზნობრივი დარტყმები საცხოვრებელ კორპუსებზე. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ მონაცემები ამ დრომდე ზუსტდება, რადგან ცეცხლის ქვეშ მყოფი ტერიტორიის შემოწმება შეუძლებელია.
ახლა გვყავს 12 დაღუპული და 40-ზე მეტი დაშავებული, რომლებიც დაშავებულები არიან და სამედიცინო დახმარებას გადიან”,- ნათქვამია განცხადებაში.










