12 სექტემბრის ღამეს რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ ყირიმის ხიდზე მოძრაობა ჩაკეტა. ხიდზე და ინსპექტირების ზონაში მყოფებს სთხოვეს სიმშვიდის შენარჩუნება და ტრანსპორტის უსაფრთხოების თანამშრომლების მითითებების შესრულება.
რუსული სამთავრობო მედია “რია” ამბობს რომ მოძრაობა ერთი საათის შემდეგ აღდგა, თუმცა რა იყო ხიდის ჩაკეტვის მიზეზი, არ დასახელებულა.
რუსეთი ხიდზე მოძრაობას პერიოდულად აჩერებს და ამბობს, რომ მიზეზი მასზე თავდასხმის საშიშროებაა. ბოლოს ეს მოხდა 1-2 სექტემბრის ღამეს.