ხონელი პოეტი ედუარდ უგულავა„ წლის რჩეული იუბილარი“ გახდა და საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის მიერ ილია ჭავჭავაძის სახელობის ოქროს მედლით დაჯილდოვდა ქართულ მწერლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
ღონისძიება ილია ჭავჭავაძის დღეებთან დაკავშირებით 9 ნოემბერს მწერალთა სახლში შედგა.
ედუარდ უგულავა სოფელი გორდში დაიბადა, ის გულიადა სანოძის შვილია.
პოეტი 2020 წლიდან არის რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატული თეატრის ლიტერატურული ნაწილის ხელმძღვანელი; ავტორია ხუთი პოეტური კრებულისა: “გულში შენ ხარ!”, “ეს შენა ხარ-მომავალი ჩვენი!”, “თუ გეყვარება…”, “ვერცხლის ტყვიები”, “შენ რომ არა…”. 2016 წელს გახდა წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ “ივერიის” სახელობის პროზა-პოეზიის პრემიის ლაურეატი.
ედუარდ უგულავას მიღებული აქვს შიო მღვიმელის სახელობის პრემია, პრემია “საგურამო” და გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია










