2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების ორგანიზებაში ბრალდებულმა, პაკისტანელმა ხალიდ შეიხ მოჰამედმა გამოძიებასთან გარიგება გააფორმა. იგივე გააკეთა კიდევ ორმა ბრალდებულმა. ოფიციალური ინფორმაცია 31 ივლისს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნდა.
პენტაგონი გარიგების დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა ამერიკული მედიასაშუალებების ცნობით, ხალიდ შეიხ მოჰამედი და კიდევ ორი ბრალდებული დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ თავიდან აიცილებენ სიკვდილით დასჯას და მათ სასამართლო სამუდამო პატიმრობის განაჩენს გამოუტანს.