2021 წლის შემდეგ, საქართველოს ჩემპიონი წელსაც ქუთაისში, ადგილობრივი ‘აიასა’ და ‘ბათუმის’ დაპირისპირებით გაირკვევა.
წლევანდელი crocobet დიდი 10-ის წინასწარ ფინალში, ‘ბათუმმა’ რუსთავის ‘ხარებს’ 33:21 სძლია და 11 მაისს „აია არენაზე“ დაბრუნდება.
11 მაისს , 16 საათზე, ქუთაისის „აია არენაზე“ ‘აია’ და ‘ბათუმი’ ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.
აქამდე ჩემპიონის თასს ‘აია’ 5-ჯერ, ხოლო ‘ბათუმი’ 4-ჯერ ფლობდა.