საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქუთაისში, წერეთლის ქუჩის ახალი მონაკვეთის რეაბილიტაციას იწყებს. აღნიშნულის გამო, 11 იანვრიდან 15 თებერვლამდე, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეწყდება შპს „გურმანიდან“ მე-12 საჯარო სკოლამდე მონაკვეთზე. ჩაიკეტება ფოთის ქუჩაც. ინფექციურ საავადმყოფომდე მისვლა შესაძლებელი იქნება არხის ქუჩის გავლით. 11 იანვრიდან მოძრაობა აღდგება წერეთლის ქუჩის იმ მონაკვეთზე, რომელიც აქამდე იყო დაკეტილი- ჭავჭავაძის ქუჩის კვეთიდან შპს „გურმანამდე“. მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ!
“ვერავის შეაშინებთ ვერცერთი მექანიზმით” – პრემიერი
მე არაფრის მოლოდინი არ მაქვს, მე მაქვს ერთადერთი რამის მოლოდინი, რომ ჩვენი ქვეყანა განაგრძობს სტაბილურად განვითარებას. ვერავის ვერ შეაშინებთ ვერცერთი მექანიზმით, ვერც მოსკოვის, ვერც ბრიუსელის, ვერც პრაღისა და ვერც როსტოვის. არც...









