11 აპრილს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +9 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი.
ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექი იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +11, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც იწვიმებს, +10 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც წვიმს, დღისით +9 გრადუსი, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც იწვიმებს, დღისით +5 გრადუსი, ღამით კი 0 გრადუსი იქნება.
ბორჯომშიც წვიმიანი დღეა, +6 იქნება დღისით, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით 4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +7 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმს, ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში წვიმაა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში 3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება. ომალოშიც წვიმაა. დღისით 4 ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში 8 გრადუსი იქნება, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე იქნება თელავში, +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 4 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმა იქნება გურჯაანში. დღისით +9 გრადუსი, ღამით კი 3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც წვიმაა. დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 3 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმს რუსთავში, დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში წვიმაა ნავარაუდევი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.









