LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
108 პაციენტი მკურნალობს და ყველა მათგანის მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე

108 პაციენტი მკურნალობს და ყველა მათგანის მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე

დაპოსტა 2020/11/23-ში
A A
420
ნახვა
გაზიარება

მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა ლიკა მუმლაძემ დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა.

მისი ინფორმაციით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 108 პაციენტი მკურნალობს და ყველა მათგანის მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე და საყურადღებო.

„მდგომარეობა მართლაც მძიმეა უკვე მთელ ქვეყანაში, ასევე ჩვენს კლინიკაში. დღევანდელი მონაცემებით, პრაქტიკულად მსუბუქი და ასიმპტომური პაციენტები იცით, რომ კლინიკაში არ ხვდებიან. აქედან გამომდინარე, თითქმის 80% ამ პაციენტებისა არის ჟანგბად დამოკიდებული, მათ სჭირდებათ ინტენსიური მეთვალყურეობა, რაც საკმაოდ რთული საკითხია.

ასაკობრივი ზღვარი საკმაოდ მაღალია. გვყავს, რა თქმა უნდა, ახალგაზრდა პაციენტები, მაგრამ სირთულით დაავადება მაინც საშუალო ასაკიდან ზემოთ მიმდინარეობს. ნაკლებად მძიმე სიმპტომატიკით მიმდინარეობს ეს დაავადება პატარებში. რაც შეეხება ზრდასრულ ასაკს, ყველა ასაკობრივ კატეგორიაში გვყავს მძიმე პაციენტი. დაწყებული 24, 30 წლის ასაკიდან, დამთავრებული მხცოვანი ასაკით“, – განაცხადა მუმლაძემ.

მისივე თქმით, მცხეთის სამედიცინო ცენტრში არიან სრულიად ჯანმრთელი, ახალგაზრდა პაციენტები, ყოველგვარი თანხმლები დაავადების გარეშე, რომლებმაც ძალიან მძიმე ავადობა გადაიტანეს.

მუმლაძის თქმით, პაციენტის გაწერიდან ათწუთიან ინტერვალში კლინიკაში ახალი პაციენტი შედის.

„მთლიანი საწოლ ფონდი, რაც გადაცემული გვაქვს, 111 საწოლზეა ამ ეტაპზე ჩვენი კლინიკა გახსნილი და მუშაობს სრული დატვირთვით. ზოგჯერ დამატებითი საწოლების გამოყენებაც გვიწევს. ამ მომენტში 114 პაციენტი წევს კლინიკაში. აქედან ხუთი პისიარ კვლევის შედეგს ელოდება, დანარჩენი უკვე დადასტურებული კოვიდია. რა თქმა უნდა, საწოლების პრობლემა იქმნება. ზუსტად შეიძლება ითქვას, რომ პაციენტის გაწერიდან ათწუთიან ინტერვალში შემოდის ახალი პაციენტი.

არიან პაციენტები, სასწრაფოს ექიმები, ოჯახის ექიმები, როლებიც დღეები ელოდებიან ჰოსპიტალიზაციის რიგს. ძალიან ცუდი სათქმელია, მაგრამ რეალობაა. არიან მძიმე პაციენტები, რომლებიც შინ იმართებიან. როდესაც ადგილი გათავისუფლდება, სასწრაფოს ამის შესახებ ვაწვდით ინფორმაციას, რათა ასეთი პაციენტის გადმოყვანა მოხდეს. ამიტომ თავისუფალი ადგილის ცნება, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს კლინიკებში არსად არ არის.

უარის თქმაც, რა თქმა უნდა, მიწევს, ძალიან ხშირად. ძალიან მძიმე სათქმელია უარი. მაქსიმალურ რესურსს ვიყენებთ, ზოგჯერ დამატებით საწოლზე, „ემერჯენსის სტრეჩერზე“, ანუ არასაწოლზე ერთი დღით შეიძლება, მოუწიოს პაციენტს წოლა. პაციენტი პალატაში შეიძლება ვერ მოთავსდეს, იყოს ობსერვაციის დარბაზში და ა.შ. მაგრამ მთავარია, რომ გაეწიოს დახმარება და ასეთ პირობებში გვიწევს მუშაობა.

ხდება თანამშრომლების, მედპერსონალის ინფიცირება, პერიოდულობით გვაკლდება თანამშრომლების გარკვეული ნაწილი, რომლებიც გადადიან იზოლაციაში. მაგრამ ვცდილობთ, ძალიან ვცდილობთ და ჯერ გამოგვდის, რომ ეს არ აისახოს პაციენტზე, ეს არ აისახოს პროცესის წარმართვაზე კლინიკაში. თუმცა თუ ეს მიიღებს მასიურ ხასიათს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იქნება ამ ყველაფრის გაკეთება. ვიცი, რომ მიდის გადამზადება გარკვეული რაოდენობა სტუდენტების, რეზიდენტების, რომლებიც შეძლებენ ამ ადამიანების მოვლას, მომსახურებას, მკურნალობას“, – განაცხადა ლიკა მუმლაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

დღეს ქვეყანაში 3958 შემთხვევა გამოვლინდა.

 

წყარო: Fortuna.ge

გაზიარება168

დაკავშირებული -პოსტები

ტაბახმელაში სკოლის პედაგოგის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
ტაბახმელაში სკოლის პედაგოგის ცხედარი იპოვეს
მთავარი

რამდენიმე საათის წინ, ტაბახმელაში სკოლის პედაგოგის ცხედარი იპოვეს - ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც "პირველები" წერს, საქმეში ფიგურირებს იარაღი - ქალს ტყვია აქვს ნასროლი. არსებული ცნობით, 50 წლამდე ქალი დილით...

დაწვრილებითDetails

დამეწყრილი ღვერკი-ხემაღალის მოსახლეობამ სასამართლოსა და პროკურატურას მიმართა

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
შეერთებამდე გადის რკინიგზის ხიდის ქვეშ, შეიძლება ძალიან ცუდად განვითარდეს მოვლენები – რა ვითარებაა ხარაგაულში
მთავარი

ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო სასამართლოსა და გენერალურ პროკურატურაში სარჩელები შეიტანეს. ინფორმაციას გამოცემა "ჩემი ხარაგაული" ავრცელებს. როგორც ერთ-ერთი მოსარჩელე, მარადი გელაშვილი ამბობს, დაზარალებულები ასაჩივრებენ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 2026...

დაწვრილებითDetails

საწვავი კიდევ გაძვირდა

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
მთავრობას საწვავი გაუიაფდა – რამდენად იყიდის 1 ლიტრს
მთავარი

საქართველოში საწვავის ფასი ისევ იზრდება. ბოლო 1 კვირაში ზოგიერთ ქსელში დიზელი 32 თეთრამდე, ხოლო ბენზინი 16 თეთრამდეც კი გაძვირდა. შეგახსენებთ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო, ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვები...

დაწვრილებითDetails

„ძნელია სიტყვების მოძებნა…” – ვეკუას სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
„ძნელია სიტყვების მოძებნა…” – ვეკუას სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის #42 საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის #42 საჯარო სკოლა ღრმა გულისტკივილს გამოთქვამს სკოლის საუკეთესო...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება 14-16 მარტს საქართველოში

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
ამინდი

როგორი ამინდი იქნება  14-15 მარტს საქართველოში  - გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში შედარებით სითბოს ფონზე ზოგან წვიმა და ძლიერი აღმოსავლეთის ქარია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით ცივი და დროგამოშვებით...

დაწვრილებითDetails

რას აცხადებენ კლინიკა “სენამედში” , სადაც 20 წლის გოგომ იმშობიარა

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
ქუთაისში, მშობიარობიდან ორ კვირაში 20 წლის გოგო გარდაიცვალა
მთავარი

წუ­ხელ ქუ­თა­ის­ში, ბო­მონ­დის კლი­ნი­კა­ში 21 წლის ახალ­ნამ­შო­ბი­ა­რე­ვი გო­გო­ნა ლიკა ტა­ლა­ხა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალ­მა ორი კვი­რის წინ სე­ნა­კის სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლში იმ­შო­ბი­ა­რა, რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი მისი მდგო­მა­რე­ო­ბა გარ­თულ­და და ქუ­თა­ის­ში...

დაწვრილებითDetails

“სრული ბოდვაა”- კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
კახა კალაძე
მთავარი

სრული ბოდვა არის ამ დოკუმენტში - ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ამას საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშს. კახა კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება...

დაწვრილებითDetails

“ეს არის უფრო პოლიტიკური სურვილების ნუსხა, ვიდრე რეალური დოკუმენტი” – ლევან მახაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
” მაშინდელმა რეჟიმმა ვერ გაართვა თავი ქვეყნის და არმიის მართვას” – ლევან მახაშვილი
მთავარი

ეს დოკუმენტი არის პოლიტიკური შეფასებების კრებული და არა სამართლებრივი დასკვნა, აქ თავმოყრილია გასული ორი წლის განმავლობაში საქართველოს მიმართ გაჟღერებული ბრალდებები - ერთგვარი ენციკლოპედიასავით გამოუვიდა ამ პოლონელ პროფესორს, - ამის შესახებ პარლამენტის...

დაწვრილებითDetails

ეს ეროვნული მასშტაბის ტრაგედიაა – რას წერს ლაშა ბერეკაშვილი სოფელ კურსებზე

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
ეს ეროვნული მასშტაბის ტრაგედიაა – რას წერს ლაშა ბერეკაშვილი სოფელ კურსებზე
მთავარი

სტიქია, ანუ მეწყერი 2 დღეა ნელ ნელა შლის ყველაფერს რაც საუკენეებია ამ სოფელში იქმნებოდა და არსებობდა. ეს ეროვნული მასშტაბის ტრაგედიაა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა...

დაწვრილებითDetails

„კლინიკა ბომონდი“ 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
„კლინიკა ბომონდი“ 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს
მთავარი

კლინიკა ბომონდი 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „პაციენტი ლ. ტ. მიმდინარე წლის 10 მარტს გადმოყვანილ იქნა ბომონდში, როგორც მესამე დონის კლინიკაში, კატასტროფის ბრიგადის მიერ, მარტვილის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"