LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
102 700 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება

102 700 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება

დაპოსტა 2019/09/25-ში
A A
68
ნახვა
გაზიარება

საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2019 წლის 1-ლი სექტემბრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 102 700 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, 7.5 პროცენტამდე გაეზარდათ. დღესდღეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 5 310 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

1 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 4 400-ით, ხოლო, მთლიანი პორტფელი – 5 045 მილიონიდან 5 310 მილიონ ლარამდე.

102 700 ხელშეკრულებიდან 28300 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი – 667.12 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 სექტემბრის მდგომარეობთ 14.26% შეადგინა.

რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 სექტემბრის მონაცემებით 37500 სესხია მიბმული, საშუალოდ 9.09%-ში. მთლიანი პორტფელი, კი – 1 690.60 მილიონი ლარია.

33 100 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 2 696.20 მილიონი ლარია. აქედან, მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად, ბანკებმა 949.36 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 13.48%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი – 1 სექტემბრის მონაცემებით, 1 746.82 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 10.73%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ, 1 სექტემბრის მონაცემებით, 800 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 12.881 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 15.36%-ში გაასესხეს.

ასევე, გაცემულია 2800 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 71.607 მილიონი ლარია.

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები, 1 სექტემბრის მდგომარეობით, ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 41.30%-ია. მათ შორის, ყველაზე მეტია ბიზნეს სესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი გაზრდილია 2 604 მილიონი ლარით, ხოლო საპროცენტო განაკვეთები საშუალოდ 12.18%-დან 11.28%-მდეა შემცირებული.

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, ეროვნულ ბანკს შეეძლო დაეწყო მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება 24 ივლისის სხდომაზე, რაც შეამცირებდა ინფლაციაზე გაცვლითი კურსის ზეწოლას და აღარ იარსებებდა რიგგარეშე სხდომის ჩატარების საჭიროება. თუმცა, ეროვნული ბანკი 9 თვის განმავლობაში აცხადებდა, რომ ფასების ზრდა ძირითადად განპირობებული იყო ისეთი ერთჯერადი ფაქტორით, როგორიცაა თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის მატება, რომელიც წლის ბოლოსთვის აღმოიფხვრებოდა და ჩარევის საჭიროებას ვერ ხედავდა. თუმცა ფაქტია, რომ ფულადი ნაკადების შემოდინების კლება (შემცირებაა როგორც ტურიზმის სექტორში, ასევე ინვესტიციების კუთხით) და უარყოფითი მოლოდინების არსებობა, საკმაოდ დიდი წნეხია ინფლაციაზე და იგი მნიშვნელოვნად აღემატება მიზნობრივ მაჩვენებელს (აგვისტოში ინფლაციამ 4.9% შეადგინა, როცა მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია). 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებულმა რეგულაციებმა, ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების საშუალება შეუზღუდა, რადგან ეს ეკონომიკის კიდევ უფრო შენელებას გამოიწვევდა. შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთის ეტაპობრივი ზრდის ნაცვლად, მივიღეთ პოლიტიკის გამკაცრება, უმოკლეს ვადებში და ფაქტობრივად, საგანგებო რეჟიმში. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, სავარაუდოდ, გამოიწვევს ინფლაციის დაახლოებას მიზნობრივ მაჩვენებელთან, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა შეამცირებს ეკონომიკურ აქტივობას და შეანელებს ეკონომიკურ ზრდას. ასევე, გაზრდის საპროცენტო განაკვეთებს ლარში გასაცემ და გაცემულ სესხებზე.

თეგები: ბანკიზრაპროცენტისესხი
გაზიარება27

დაკავშირებული -პოსტები

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ივნისი 25, 2025
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7248 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7252 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ივნისი 24, 2025
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7252 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7260 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008...

დაწვრილებითDetails

რა ქონებას ფლობს ეკონომიკის ახალი მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი

by მეგა TV
ივნისი 24, 2025
0
ეკონომიკის მინისტრად მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნა
ეკონომიკა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი, რომელიც ორჯერ იყო პარლამენტარი „ქართული ოცნების“ სიით, დღეს 24 ივნისს ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა, მანამდე კი ის მინისტრის მოიადგილის პოსტს იკავებდა.   ქვრივიშვილი დეკლარაციას...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ივნისი 23, 2025
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7260 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7268 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ივნისი 20, 2025
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 21 ივნისისთვის ერთი აშშ დოლარი 2.7268 ლარი ეღირება, ევრო – 3.1435 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6795 ლარი. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

ვალუტას განახლებული კურსი

by მეგა TV
ივნისი 19, 2025
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7270 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7276 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006...

დაწვრილებითDetails

ინფორმაცია მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს

by მეგა TV
ივნისი 19, 2025
0
კარგი ამბავი მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
ეკონომიკა

„საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2025 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 189 820 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული...

დაწვრილებითDetails

საქსტატი – 2025 წლის იანვარ-მაისში ადგილობრივი ექსპორტი 6.1 პროცენტით გაიზარდა

by მეგა TV
ივნისი 19, 2025
0
იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.1 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი
ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 594.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 14.6 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე....

დაწვრილებითDetails

ლარი გამყარდა – ვალუტის კურსი

by მეგა TV
ივნისი 18, 2025
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7276 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7283 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ივნისი 17, 2025
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7283 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7288 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"