გენადი ბალანჩივაძემ 2023 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნა, რომ იგი არის შპს “იმედი 2020”-
ის დირექტორი და 30% წილის მფლობელი, თუმცა, კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, მერად არჩევნის შემდეგ
კომპანიის დირექტორის პოზიცია არ დაუტოვებია და არც წილი გადაუცია სხვა პირისთვის მართვის უფლებით.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” იმერეთის თორმეტი მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
400-მდე თანამდებობის პირის დეკლარაცია შეისწავლა, საიდანაც 46-ში აღმოჩნდა დარღვევა და ფაქტობრივი
უზუსტობა. მათ შორის: დეკლარაცია არასრულად შეავსო 36-მა პირმა, კომპანიებში კუთვნილი წილი სხვა პირისთვის
მინდობით არ გადაუცია 12 პირს, ხოლო თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა დაფიქსირდა 7 შემთხვევაში.