101 წლის ბრიტანელმა კაცმა კორონავირუსი დაამარცხა. ის დაავადებას ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა და მიიჩნევა ყველაზე უხუცეს პაციენტად, რომელმაც ეს ვირუსი გადაიტანა.
ქეი უოტსონი თავის სახლში დაეცა, რის შემდეგაც საოპერაციოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შემდეგ მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები განუვითარდა. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა საჭირო ზომები მიიღეს, ტესტირება ჩაუტარეს, რის შემდეგაც 101 წლის ბრიტანელს ვირუსი დაუდასტურდა.
უოტსონს საავადმყოფოში ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდნენ, 8 აპრილს მას სახლში წასვლის უფლება მისცეს. სამედიცინო პერსონალთან ერთად გადაღებული ფოტო კლინიკის Facebook-ის გვერდზე გავრცელდა.










