ამავე ვებ-გვერდის მონაცემების მიხედვით, არ გაზრდილა ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა და 33-ს შეადგენს.
ამასთან, ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სტაციონარში მეთვალყურეობას 64 ადამიანი გადის.
ცნობისთვის, დღეს ინფექციური საავადმყოფოდან კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი, რომელიც გამოჯანმრთელდა უკვე გაეწერა. შესაბამისად, ქვეყანაში ინფიცირების 32 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
წყარო:ipn