“დღეს საქართველოს, რა თქმა უნდა, განვიხილავთ და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. მე შევთავაზებ საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომ შეწყდეს იმ პროგრამების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებითაც საქართველოს მთავრობა ფინანსდება. 100 მილიონ ევროზე მეტი იქნება გაყინული და ნაცვლად მთავრობის დაფინანსებისა, ეს თანხა გაუნაწილდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. ანუ, ამ 100 მილიონ ევროს ავიღებთ და მივცემთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც იბრძვიან სამართლიანი არჩევნებისთვის. საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, მაგრამ ქართველ ხალხს დახმარებას კვლავაც გავუწევთ” | თქვა EU-ს უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა სამიტის დაწყებამდე.